"მატილდა გვარლიანი, ჩვენთანაა ჩვენი სიამაყე და ჩვენი სიყვარული!" - წერს კობა სუბელიანი
არჩევნების დღეს, 26 ოქტომბერს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ქართველ ემიგრანტ ამომრჩეველთა უპრეცედენტო მობილიზება დაფიქსირდა. ინტერნეტში მათი ამაღელვებელი მიმართვები და ვიდეო კადრები გავრცელდეა. ამომრჩევლები გრძელ რიგში იდგნენ, რათა სასურველი კანდიდატისთვის მიეცათ ხმა.
მხოლოდ ნიუ - იორკში 4 საარჩევნო უბანი მდებარეობს. უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა. საარჩევნო ლოკაციებთან ამომრჩევლებმა ადგილები გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე დაიკავეს.
ამომრჩევლებს შორის იყო ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი, რომელიც ბოლო დროს ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს, ასევე "ევროპის მარშსა" და მსგავს აქტივობებს ყოველთვის აზიარებს სოციალური ქსელით.
"მატილდა გვარლიანი, ჩვენთანაა ჩვენი სიამაყე და ჩვენი სიყვარული!" - წერს კობა სუბელიანი, რომელიც ასევე ამერიკაში, ემიგრაციაშია წლებია.