"მა­ტილ­და გვარ­ლი­ა­ნი, ჩვენ­თა­ნაა ჩვე­ნი სი­ა­მა­ყე და ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი!" - წერს კობა სუბელიანი - კვირის პალიტრა

"მა­ტილ­და გვარ­ლი­ა­ნი, ჩვენ­თა­ნაა ჩვე­ნი სი­ა­მა­ყე და ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი!" - წერს კობა სუბელიანი

არჩევნების დღეს, 26 ოქტომბერს მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ქარ­თველ ემიგ­რანტ ამომ­რჩე­ველ­თა უპ­რე­ცე­დენ­ტო მო­ბი­ლი­ზე­ბა დაფიქსირდა. ინ­ტერ­ნეტ­ში მათი ამა­ღელ­ვე­ბე­ლი მი­მარ­თვე­ბი და ვი­დეო კად­რე­ბი გავრცელ­დეა. ამომ­რჩევ­ლე­ბი გრძელ რიგ­ში იდგნენ, რათა სა­სურ­ველი კან­დი­დატისთვის მიეცათ ხმა.

მხო­ლოდ ნიუ - იორკში 4 სა­არ­ჩევ­ნო უბა­ნი მდე­ბა­რე­ობს. უბ­ნე­ბი დი­ლის 8 სა­ათ­ზე გა­იხ­სნა. სა­არ­ჩევ­ნო ლო­კა­ცი­ებ­თან ამომ­რჩევ­ლებ­მა ად­გი­ლე­ბი გახ­სნამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე და­ი­კა­ვეს.

ამომ­რჩევ­ლებს შო­რის იყო ქარ­თვე­ლი მო­დე­ლი მა­ტილ­და გვარ­ლი­ა­ნი, რო­მე­ლიც ბოლო დროს ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს, ასე­ვე "ევ­რო­პის მარშსა" და მსგავს აქ­ტი­ვო­ბებს ყო­ველ­თვის აზი­ა­რებს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით.

"მა­ტილ­და გვარ­ლი­ა­ნი, ჩვენ­თა­ნაა ჩვე­ნი სი­ა­მა­ყე და ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი!" - წერს კობა სუ­ბე­ლი­ა­ნი, რო­მე­ლიც ასე­ვე ამე­რი­კა­ში, ემიგ­რა­ცი­ა­შია წლე­ბია.

წყარო