ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი კობახიძეს არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება მიულოცა
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვების მიულოცა.
ინფორმაციას მედია სომხეთის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„საქართველოსთან ურთიერთობის თანმიმდევრული განვითარება სომხეთის მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოში თქვენი ხელმძღვანელობის მომდევნო წლებში და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის წყალობით, სომხეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა სტაბილურად განვითარდება და გაფართოვდება“, - ნათქვამია ფაშინიანის მილოცვაში.
სომხეთის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობა ქმნის ხელშესახებ შესაძლებლობებს საერთო გამოწვევების ერთობლივი გადაჭრისა და რეგიონში სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გაზრდისთვის.
IPN