"თუ შენს ქვეყანას წარმატების შანსი აღარ აქვს და დარჩა იმ ჭაობში საიდანაც 35 წელი ცდილობდა ამოსვლას, როგორ შეიძლება შენ წარმატებულად იგრძნო თავი?" - რას წერს როინ ქოჩორაშვილი?
პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ 2024 წლის საპარლამენტო სიის მეცხრე ნომერი როინ ქოჩორაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"მოლოცვები, წარმატებასთან დაკავშირებით! სხვებისგან განსხვავებით, ჩემი (პირადად) პარლამენტში შესვლა არ არის წარმატება, ჩემთვის მთავარი მიზანი, ჩვენი ქვეყნის სწორი გზით განვითარებაა! თუ შენს ქვეყანას წარმატების შანსი აღარ აქვს და დარჩა იმ ჭაობში საიდანაც 35 წელი ცდილობდა ამოსვლას, როგორ შეიძლება შენ წარმატებულად იგრძნო თავი? წარმატებული ხარ მაშინ, როდესაც შენი ქვეყანა და ერია წარმატებული! ისტორია ყველას და ყველაფერს გასცემს პასუხს, ყველა ადამიანი თავისი ქვეყნის და შთამომავლების წინაშეა პასუხისმგებელი! საქართველოს რუსეთის გუბერნიად ვერ გადააქცევთ, კიდევ ერთხელ მინდა გაგიმეოროთ და შეგახსენოთ…….." - წერს ქოჩორაშვილი