"საქართველოში არჩევნები პუტინის მარიონეტულმა მთავრობამ მოიპარა" - რას აცხადებს ბორის ჯონსონი? - კვირის პალიტრა

"საქართველოში არჩევნები პუტინის მარიონეტულმა მთავრობამ მოიპარა" - რას აცხადებს ბორის ჯონსონი?

სურათი, რომელიც საქართველოდან იქმნება, ნათელია - გუშინდელი არჩევნები თბილისში პუტინის მარიონეტულმა მთავრობამ მოიპარა, - ასე ეხმაურება გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს.

„მხარს ვუჭერ ქართველ ხალხს, რომელიც იცავს თავის თავისუფლებას, უფლებებს და მომავალს“, - წერს ჯონსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე.