გიორგი მიქაუტაძემ ნავსი გატეხა - ქართველმა დუბლი შეასრულა
ლიგა 1-ის მეცხრე ტურში „ლიონი“ საკუთარ მოედანზე „ოსერთან“ ფრეს დასჯერდა (2:2), მასპინძელთა თავდამსხმელმა მიქაუტაძემ კი დუბლი შეასრულა.
მწვრთნელმა საჟმა მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში დააყენა და მან იმედები არ გაუცრუა. ის ძალიან აქტიური იყო, ჯერ ბენრაჰმა მეკარე ლეონთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ მან შანსი ვერ გამოიყენა. შემდეგ გიორგი საჯარიმოში მცველმა ჰუვერმა წააქცია და VAR-ის ხანგრძლივი განხილვის შემდეგ მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც ქართველმა უზადოდ შეასრულა და „ოლიმპიკში“ პირველად გაიტანა. გააგრძელეთ კითხვა