"მოლდოვა მხარს უჭერს ყველა ქართველს, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის" - რას აცხადებს მაია სანდუ
მოლდოვა მხარს უჭერს ყველა ქართველს, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, სადაც ქართველ კოლეგასთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართულ სატელეფონო საუბარს ეხმაურება.
„ახლახან ვესაუბრე სალომე ზურაბიშვილს საქართველოში ჩატარებული არჩევნების შემდეგ. მოლდოვა მხარს უჭერს ყველა ქართველს, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის“, - აცხადებს სანდუ.
"ინტერპრესნიუსი"