"ქართველები, როგორც ყველა ევროპელი, საკუთარი ბედის ბატონ-პატრონები უნდა იყვნენ“ - კვირის პალიტრა

"ქართველები, როგორც ყველა ევროპელი, საკუთარი ბედის ბატონ-პატრონები უნდა იყვნენ“

ქართველები, როგორც ყველა ევროპელი, საკუთარი ბედის ბატონ-პატრონები უნდა იყვნენ, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

მისი თქმით, ქართველ ხალხს უფლება აქვს იცოდეს, რა მოხდა შაბათ-კვირას.

„მრავალი წელია, ქართველი ხალხი დემოკრატიისკენ ისწრაფვის და მისთვის იბრძვის. მათ უფლება აქვთ იცოდნენ რა მოხდა ამ შაბათ -კვირას და უფლება აქვთ დაინახონ, რომ საარჩევნო დარღვევები გამოძიებული იქნება სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად. ქართველები, როგორც ყველა ევროპელი, საკუთარი ბედის ბატონ-პატრონები უნდა იყვნენ“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

"ინტერპრესნიუსი"