"საქართველო კონსერვატიული, ქრისტიანული და პროევროპული სახელმწიფოა - უსარგებლო ლექციების წაკითხვის ნაცვლად, მათ ევროპულ გზაზე ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ" - კვირის პალიტრა

"საქართველო კონსერვატიული, ქრისტიანული და პროევროპული სახელმწიფოა - უსარგებლო ლექციების წაკითხვის ნაცვლად, მათ ევროპულ გზაზე ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ"

საქართველო კონსერვატიული, ქრისტიანული და პროევროპული სახელმწიფოა, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი, რომელიც დღეს საქართველოში ჩამოვიდა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საქართველოს „უსარგებლო ლექციების“ წაკითხვის ნაცვლად, მხარდაჭერა სჭირდება.

„ოფიციალური ვიზიტი საქართველოში არჩევნების შემდეგ. საქართველო კონსერვატიული, ქრისტიანული და პროევროპული სახელმწიფოა. უსარგებლო ლექციების წაკითხვის ნაცვლად, მათ ევროპულ გზაზე ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ“, - წერს ვიქტორ ორბანი.

"ინტერპრესნიუსი"