პარლამენტის მიმდებარედ პოლიციაა მობილიზებული
პარლამენტთან, სადაც არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად მოქალაქეები აქციას მართავენ, პოლიცია მობილიზებული.
კერძოდ, სამართალდამცველები მობილიზებული პარლამენტის გვერდითა ქუჩებში.
სამართალდამცავებს სპეციალური კორდონი აქვთ მოწყობილი ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩებზეც.
ამ დროისთვის პარლამენტის წინ, სადაც მოქალაქეები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, ოპოზიციური პარტიის ლიდერები სიტყვით გამოდიან.
აქცია საქართველოს ჰიმნით გაიხსნა, რის შემდეგაც შეკრებილებს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით მიმართა.
ლიდერებმა შეკრებილებს სამოქმედო გეგმა გააცნეს. რამდენიმე მოთხოვნასთან ერთად, ოპოზიციური პარტიები საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, რომლის გამართვაზეც პასუხისმგებელი საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია იქნება
"ინტერპრესნიუსი"