"ბიძინა ივანიშვილმა, რუსმა ოლიგარქმა არჩევნები მოიპარა, მაგრამ ის ვერასდროს შეძლებს, რომ თქვენ მომავალი მოგპაროთ, ამიტომ ბრძოლა იქნება ბოლომდე!" - კვირის პალიტრა

"ბიძინა ივანიშვილმა, რუსმა ოლიგარქმა არჩევნები მოიპარა, მაგრამ ის ვერასდროს შეძლებს, რომ თქვენ მომავალი მოგპაროთ, ამიტომ ბრძოლა იქნება ბოლომდე!"

ბიძინა ივანიშვილმა, რუსმა ოლიგარქმა არჩევნები მოიპარა, მაგრამ ის ვერასდროს შეძლებს, რომ თქვენ მომავალი მოგპაროთ, ამიტომ ბრძოლა იქნება ბოლომდე!, - ასე მიმართა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სოფო ჯაფარიძემ რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.

მისი თქმით, ოპოზიცია ბოლომდე დაიცავს თითოეული ადამიანის ხმას.

"გპირდებით, რომ ჩვენ, აი, ეს ადამიანები ბოლომდე დავიცავთ თქვენს სიმწრით მოპოვებულ და მიცემულ ხმას. მეგობრებო, ბიძინა ივანიშვილმა, რუსმა ოლიგარქმა არჩევნები მოიპარა, მაგრამ ის ვერასდროს შეძლებს, რომ თქვენ მომავალი მოგპაროთ, ამიტომ ბრძოლა იქნება ბოლომდე, იქამდე სანამ ქართველი ხალხი არ დაიბრუნებს თავიანთ ხმას, თავიანთ ნებას და თავიანთ არჩევანს. ხომ ვიბრძვით ბოლომდე?! ძალიან მიყვარხართ და აბა ჩვენ ვიცით, აბა თქვენ იცით. ჩვენ დასაცავი გვაქვს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი შვილების მომავალი, რომელსაც სიცოცხლის ბოლო წუთამდე დავიცავთ და აუცილებლად, ძალიან მალე ჩვენი ქვეყანა გახდება ევროპული ოჯახის ნაწილი. ამ გამარჯვებას ჩვენ ძალიან მალე ერთად ვიზეიმებთ, როდესაც რუსულ ხელისუფლებას, რუსულ რეჟიმს მოვიშორებთ თავიდან. მიყვარხართ და წინ გამარჯვებისკენ!," - განაცხადა ჯაფარიძემ.

"ინტერპრესნიუსი"