"ამ დაჯილდოებაზე ყოფნა, ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი მთავარი ოცნება იყო" - რას ამბობს გიორგი მამარდაშვილი 2024 წლის ოქროს ბურთის გალა ღონისძიებაზე? - კვირის პალიტრა

"ამ დაჯილდოებაზე ყოფნა, ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი მთავარი ოცნება იყო" - რას ამბობს გიორგი მამარდაშვილი 2024 წლის ოქროს ბურთის გალა ღონისძიებაზე?

გიორგი მამარდაშვილი 2024 წლის ოქროს ბურთის გალა ღონისძიებას ესწრება.

საქართველოს ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ "ვალენსიას" წევრი, საუკეთესო მეკარის ნომინაციაზეა წარდგენილი.

"ამ დაჯილდოებაზე ყოფნა, ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი მთავარი ოცნება იყო. მიხარია აქ მოხვედრა, რადგან მოვიაზრები ერთ-ერთ ნომინანტად, ეს უკვე დიდი წარმატებაა. მე ვაგრძელებ შრომას და იმედი მაქვს, აქ არაერთხელ ვიქნები. მადლობა გულშემატკივრებს, თანაგუნდელებს და მთელ სამწვრთნელო შტაბს", - განაცხადა მამარდაშვილმა, რომლის კომენტარს "ეროვნული ნაკრები" ავრცელებს.