"რა სიები უნდათ არ ვიცი, ვინ ვის მისცა ხმა, ეს სია უნდათ? ასეთი სია არ არსებობს - გუშინ სცენიდან მოვისმინე განწირული მოწოდება, „მოგვაწოდეთ მტკიცებულებები, მოგვაწოდეთ მტკიცებულებები“, სირცხვილი არ არის?!"
რა სიები უნდათ არ ვიცი, ვინ ვის მისცა ხმა, ეს სია უნდათ? ასეთ სია არ არსებობს - მე გუშინ სცენიდან მოვისმინე განწირული მოწოდება, „მოგვაწოდეთ მტკიცებულებები, მოგვაწოდეთ მტკიცებულებები“, სირცხვილი არ არის?! - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად გამართულ აქციაზე ოპოზიციის მოწოდებებსა და მოთხოვნებს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, სინამდვილეში, ოპოზიციას ამომრჩევლების მთლიანი სია ისედაც აქვს და არ იცის, რა სიებს ითხოვენ ოპონენტები.
„ვერც „ქართული ოცნება“, ვერც პარლამენტი, ან მთავრობა სიებს ვერც გამოაქვეყნებს და ვერც ვერაფერი, ეს არის ცესკოს სიები და მათ პრეროგატივა. სიები მათ აქვთ. ახლა სხვათა შორის, რომ ამბობენ რაღაც დუბლირებაო... სიები მათ სინამდვილეში აქვთ. არჩევნებამდე ყველა პარტია ითხოვს და მათ აქვთ მთლიანი სია ყველა ამომრჩევლის. ზეპირად იციან სიები და არც ერთს არანაირი პრეტენზია სიასთან დაკავშირებით არ ჰქონია. რა სიები უნდათ არ ვიცი. ვინ ვის მისცა ხმა, ეს სია უნდათ? ასეთ სია არ არსებობს. ამას ჰქვია ზუსტად ამომრჩეველზე ზეწოლა, თუკი ასეთი სია უნდათ. რა სიებს გულისხმობენ არ ვიცი...
მე გუშინ სცენიდან მოვისმინე განწირული მოწოდება, „მოგვაწოდეთ მტკიცებულებები, მოგვაწოდეთ მტკიცებულებები“, სირცხვილი არ არის? ხალხი მიიყვანეს, გაყალბდა არჩევნებიო. ანუ, ჯერ ერთი რომ თქვეს გაყალბდა არჩევნებიო არჩევნების დღეს. ისე აღშფოთდნენ რომ 2-ის ნახევარზე დაიძინეს. გათიშეს ეთერები და ამ ანერვიულებულ ფონზე მოდით დავისვენოთო. მეორე დღეს ხომ სხვა ქალაქში უნდა გაგვეღვიძა, არა? ხომ შემოვიდა რომელიღაცა არმია საქართველოში, არა? და ასე მშვიდად დაიძინეს ამ გაყალბებულ არჩევნებზე. აწყობილი სცენა დაშალეს, აწყობილი. სად იყო აღშფოთებული თავისი ამომრჩეველი, რატომ არ მოვიდნენ იმ დღეს და რატომ არ დაუძახეს, ხომ? მერე ორი დღე იფიქრეს, თენგოს [თევზაძე] სთხოვეს იქნებ გვითხრა როგორ გაყალბდაო, თენგომ ვერ უთხრა, გამოვიდნენ სცენაზე და ხალხს მოუწოდებდნენ მოგვაწოდეთ რამე ინფორმაცია გაყალბებასთან დაკავშირებითო“, - განაცხადა პაპუაშვილმა,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ოპოზიციას ოპოზიციას წინასაარჩევნო კამპანია არ უწარმოებია და „ქართული ოცნების“ გარდა, დელეგატი არც ერთ პარტიას არ დაუსახელებია.
„ერთადერთი რასაც ოპოზიცია აკეთებდა იყო კამერებით ჩასვლა ამა თუ იმ რეგიონში.დადგებოდნენ თავის აქტივთან, შტაბის წარმომადგენლებთან ერთად, სურათებს გადაიღებდნენ დაიშლებოდნენ. მოიკითხეთ რეგიონებში, მივიდნენ ოჯახებში, ესაუბრნენ საერთოდ?,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
"უარესს მოაწერეს ხელი, თქვენ იცით, რომ მათ „ქართულ ქარტიას“ მოაწერეს ხელი, რომლითაც თქვეს, რომ მარიონეტული რეჟიმი უნდა ჩამოყალიბდეს საქართველოში ე.წ. ტექნიკური მთავრობის სახლით, რომელიც უცხოეთიდან მიღებული მითითებებით იმოქმედებს. მათი გუშინდელი განცხადება ადასტურებს, რომ ამბობენ - საქართველო ბანანის რესპუბლიკა, ჩვენ არანაირი სუვერენიტეტი არ გვეკუთვნის და არ ვიმსახურებთ, ჩვენ ჩვენს საქმეებს ვერ გადავწყვეტთ, უნდა ჩამოვიდნენ უცხოელი ბიძიები და დეიდები და მათ უნდა ჩაგვიტარონ არჩევნები"
მისი თქმით, ოპოზიცია ახლა საქართველოს სუვერენიტეტის გაუქმებაზე საუბრობს.
„მართლმსაჯულებაში ისინი [უცხოელები] უნდა იყვნენ, მთავრობა მათ უნდა დაგვიკომპლექტონ და შიგნით [მთავრობაში] უნდა იყვნენ უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, გახსოვთ ეს მოთხოვნაც, რასაც ჩვენ ვამბობდით წინასაარჩევნოდ, პოსტსაარჩევნოდ ადასტურებენ. სინამდვილეში ისინი საუბრობენ საქართველოს სუვერენიტეტის გაუქმებაზე, მთელი პრობლემა ამ ფსევდო რელიგიისა, რომელშიც ოპოზიცია იმყოფება არის ის, რომ საკუთარი ფსევდო მრევლი ჰყავთ, რომელიც ამას იზიარებს, მათ მართლაც ეს დამოკიდებულება აქვთ - ქართველები არ ვვარგივართ, ხომ ხედავთ ვერ ვშვრებით და არ ჯობია უცხოელებმა გვმართონ? აგერ იქ დალაგებულია ყველაფერი, მოვლენ და ჩვენც დაგვილაგებენ - ეს ხალხი ვერ ხვდება რას ნიშნავს დამოუკიდებლობა. თავისუფლებას მაისურებზე იწერენ და ქვეყნის თავისუფლებას სხვებს აბარებენ. ჰგონიათ, რომ რახან თვითონ უუნაროები არიან, მთელი საზოგადოება და ერი არის უუნარო.
ვერ ვხდები გახარია და „ლელო“ რას აპროტესტებენ, რით არიან უკმაყოფილოები? იმ ეგზიტპოლებში, რომლებიც მოეწონათ 8-9% აქვთ და ცესკოს მონაცემებითაც, თუ "ნაციონალური მოძრაობისა" და გვარამიას შედეგით არიან უკმაყოფილოები? სინამდვილეში ისინი გულშემატკივრობენ და გულშემატკივრობდნენ “ნაციონალური მოძრაობის" მთავარ ბირთვს. ყველაფერი გამოვლინდა და ყველა ნიღაბი ჩამოხსნილია", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
IPN