"პროტესტი ბოლომდე, სანამ ხალხი არ დაიბრუნებს იმას, რაც მათ ეკუთვნით!" - კვირის პალიტრა

"პროტესტი ბოლომდე, სანამ ხალხი არ დაიბრუნებს იმას, რაც მათ ეკუთვნით!"

მეგობრებო, თუ ამ გაყალბებას, ამ მანიპულაციას შევეგუებით, მომავალში საქართველოში არჩევნები გაუქმდება და შედეგებს არჩევნების გარეშე გამოაცხადებენ, როგორც ბელარუსში და რუსეთში - ამიტომ პროტესტი ბოლომდე, სანამ ხალხი არ დაიბრუნებს იმას, რაც მათ ეკუთვნით! - ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნები ხალხმა მოიგო, ხოლო “ოცნების” ხელისუფლება ამ გამარჯვების მანიპულაციებით მიტაცებას ცდილობს.

“ფაქტია, ეს არჩევნები მოიგო ხალხმა და საარჩევნო მანიპულაციებით, ძალით, ცდილობს ხელისუფლება მის მისაკუთრებას.

თბილისში და საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში, ყველა მანიპულაციის მიუხედავად, 50%-ს არ გადასცდა ხელისუფლების მხარდაჭერა და ვის სჯერა, რომ მარნეულში და ნინოწმინდაში "ქართული ოცნების" დაპირებები გაიგეს და დანარჩენმა საქართველომ ვერ?

"ქართული ოცნების" მიერ დაწერილი 54% ნიშნავს, რომ, მაგალითად, ჩოხატაურში 17 000 ამომრჩევლიდან, საიდანაც 11 000 სოციალურად დაუცველია, არ აქვს გზა და მუდმივი წყალი, 70% გაგიჟდა, გადაირია "ქართული ოცნების" 12-წლიანი მმართველობით და გამოაცხადა მხარდაჭერა.

მეგობრებო, თუ ამ გაყალბებას, ამ მანიპულაციას შევეგუებით, მომავალში საქართველოში არჩევნები გაუქმდება და შედეგებს არჩევნების გარეშე გამოაცხადებენ, როგორც ბელარუსიაში და რუსეთში. ამიტომ პროტესტი ბოლომდე, სანამ ხალხი არ დაიბრუნებს იმას, რაც მათ ეკუთვნით!” - განაცხადა მანჯგალაძემ, რომლის კომენტარსაც პარტია ავრცელებს.

IPN