ბიოტუალეტების გაქირავების კომპანია „ლაიმი“ უკვე 5 წელია ბაზარზე ოპერირებს და არ კარგავს წამყვან პოზიციებს - კვირის პალიტრა

ბიოტუალეტების გაქირავების კომპანია „ლაიმი“ უკვე 5 წელია ბაზარზე ოპერირებს და არ კარგავს წამყვან პოზიციებს

ბიოტუალეტების გაქირავების კომპანია „ლაიმი“ უკვე 5 წელია ბაზარზე ოპერირებს და არ კარგავს წამყვან პოზიციებს. როგორც მრავალწლიანმა გამოცდილებამ დაგვანახა, სანიტარულ/ჰიგიენური ნორმების დაცვაზე მზარდმა რეგულაციებმა, სულ უფრო მოთხოვნადი გახადა მაღალ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მუშაობა. ჩვენი კომპანიაც ასეთ მაღალ სტანდარტებზეა ორიენტირებული და შესაბამისად, მოთხოვნაც მზარდია.

როგორც უკვე იცით, ბიო ტუალეტები გამოიყენება ყველგან სადაც არ არის საკანალიზაციო სისტემა, არ არის წყალი და ელ-ენერგია. მისი ტრანსპორტირება და მისამართზე განთავსება ხდება ძალიან სწრაფად და მარტივად, არ იკავებს დიდ ადგილს და არ მოითხოვს არანაირ რესურს. სწორედ ამ კომპაქტურობისა და პორტატულობის გამო გამოიყენება ბიო ტუალეტი სამშენებლო-სარემონტო ობიექტებზე, გარე ღონისძიებებზე, სეზონური სამუშაოების დროს და სხვა ნებისმიერი გარე სივრცის პროექტებისთვის. ასევე, ბიო ტუალეტის დადებითი მხარე არის ის, რომ არ აბინძურებს გარემოს. მასში გამოიყენება ბიო ქიმია, რომელიც არ არის საზიანო გარემოსთვის და ჯანმრთველობისთვის.

ბიოტუალეტის ასინიზაცია, დასუფთავება და ბიო ქიმიის განახლება ბიოტუალეტში ხდება პერიოდულად, მისი სიხშირე დამოკიდებულია დამკვეთის მოთხოვნებზე, პროექტის სპეციფიკაზე. დროთა განმავლობაში იზრდება მოთხოვნა დაცული იყოს ნებისმიერი სარემონტო სამუშაოებისას დასაქმებულთა უფლებები, რაც თავის არსში გულისხმობს მათთვის კარგი სამუშაო პირობებისა და უსაფრთხოების შექმნას. სამწუხაროდ ბევრ ქალაქსა თუ რაიონში კვლავ აქტიურად გამოიყენება ფიცრულით აშენებული საპირფარეშოები, რომელიც ორმოზე დგას და მასში ჩამდინარე მასები ძალიან ხშირად ერევა მიწისქვეშა გამდინარე წყლებს და აბინძურებს გარემოს.

picture2-1730205890.jpg

კომპანია „ლაიმი“ ფარავს როგორც აღმოსავლეთ ისე დასავლეთ საქართველოს და მთიან რეგიონებსაც კი. ჩვენი გამოცდილება იძლევა საშუალებას აღებული ვალდებულებები შევასრულოთ სწრაფად და პირნათლად, რაც კომფორტულს ხდის თანამშრომლობას მომხმარებლისთვის.

სტაბილური ზრდისა და განვითარებისთვის კომპანიამ ასევე დაიმატა სხვა და სხვა სახის პროდუქტები, რომლებიც საინტერესოა როგორც სამშენებლო სექტორისთვის, ასევე ივენთ კომპანიებისთვის. ასეთი პროდუქტებია საშხაპე კაბინები, პანელური ბადისებრი ღობეები, მაღალი სართულების დამცავი ჯებირები, მეტალის დროებითი კიბეები, სამშენებლო ნარჩენების გატანა, გენერატორები და სხვა.

კომპანია „ლაიმი“ ხშირად იღებს მონაწილეობას საქართველოსა თუ უცხოეთში გამართულ გამოფენებში, რათა მუდმივად შეძლოს განვითარება, ახალი პროდუქტების შემოთავაზება, რათა ფეხი აუწყოს საერთაშორისო სტანდარტებს და გაგიზიაროთ ის სიახლეები რაც უფრო მარტივსა და სასიამოვნოს გახდის თქვენს სამუშაო პროცესს.

(R)