"მედვედევმა მოითხოვა სალომე ზურაბიშვილის დაპატიმრება, ჩემს მიმართ ეს მუქარა სამი წლის წინ უკვე აღსრულდა და ახლა პრეზიდენტ ზურაბიშვილსაც გადასწვდნენ" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი?
მედვედევმა მოითხოვა სალომე ზურაბიშვილის დაპატიმრება. ჩემს მიმართ ეს მუქარა სამი წლის წინ უკვე აღსრულდა და ახლა პრეზიდენტ ზურაბიშვილსაც გადასწვდნენ. ვერ ეღირსებიან, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის განცხადებას.
"საქართველო იქნება თავისუფალი!" - წერს სააკაშვილი.