"მაშინ კორუფციამ არნახულ მასშტაბს მიაღწია და მასში ჩართული იყვნენ ბრეჟნევის ქალიშვილი, სიძე და ქალიშვილის საყვარელიც კი. ბრეჟნევს 50-ზე მეტი უცხოური ავტომანქანა ჰყავდა და მათ ღამის მოსკოვში დააქროლებდაო, - ამბობდნენ..." - კვირის პალიტრა

"მაშინ კორუფციამ არნახულ მასშტაბს მიაღწია და მასში ჩართული იყვნენ ბრეჟნევის ქალიშვილი, სიძე და ქალიშვილის საყვარელიც კი. ბრეჟნევს 50-ზე მეტი უცხოური ავტომანქანა ჰყავდა და მათ ღამის მოსკოვში დააქროლებდაო, - ამბობდნენ..."

„საბჭოთა კავშირი „კლეპტოკრატიულ“ სახელმწიფოდ გადაიქცა, რამაც ბოლო მოუღო მას“

იძულებითი ქურდებისა და იძულებითი დამნაშავეების ქვეყანა

ალბათ გახსოვთ ეპიზოდი ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებიდან „თეთრი ბაირაღები“, სადაც ერთ-ერთი გმირი - შოშია ამბობს, მე სახელმწიფოს ვპარავ, ხალხს კი არაო. საბჭოთა კავშირის დროს სწორედ სახელმწიფო დონეზე იყო აყვანილი ნომენკლატურული ქურდობისა და ქრთამის მასშტაბები. მათემატიკის დოქტორი ირაკლი ბოკუჩავა გაგვახსენებს იმ პერიოდს, საფუძვლიანად განმარტავს კორუფციულ სქემებსა და სახელმწიფო ქონების მოპარვის იერარქიულ საფეხურებს.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:

"ბრეჟნევის პერიოდს „უძრაობის ხანას“ უწოდებენ. მის დროს საბჭოთა ეკონომიკის სტაგნაცია უმაღლეს ფაზაში შევიდა. კორუფციამ არნახულ მასშტაბს მიაღწია და მასში ჩართული იყვნენ ბრეჟნევის ქალიშვილი, სიძე და ქალიშვილის საყვარელიც კი. ბრეჟნევი ავტომობილების დიდი მოყვარული იყო და 50-ზე მეტი უცხოური ავტომანქანაც ჰყავდა. მათ ღამის მოსკოვში დააქროლებდაო, - ამბობდნენ..."

"იმ დროს „ოქროს ახალგაზრდობა“ ანუ ნომენკლატურის შვილები მეფურად ერთობოდნენ. ბევრი მათგანი ლომებზე სანადიროდაც დადიოდა აფრიკაში. რას ნიშნავს ტერმინი „ნომენკლატურული ქურდი“? პირებს, ვინც რაიმე პარტიულ ან ადმინისტრაციულ თანამდებობას მიაღწევდა, მაგალითად, რაიკომის მდივანი, საწარმოს დირექტორი, ტრესტის მმართველი, მინისტი, მინისტრის მოადგილე და სხვა, ნომენკლატურას ეძახდნენ. როცა ისინი ქრთამის აღებას, ანუ ქურდების მფარველობას იწყებდნენ, მერე ხდებოდნენ „ნომენკლატურული ქურდები“...

"ვისაც შეეძლო, ყველა ქურდობდა, ანუ ხელფასს ზემოთ რაღაცას იმატებდა, რადგან ხელფასი არავის ჰყოფნიდა. ეს ქურდები „დიდად პატივსაცემი“ ჩინოსნები და თანამდებობის პირები იყვნენ, რომლებიც სახელმწიფოს „ჯიბიდან“ იპარავდნენ. ამას ეძახდნენ, - ეს კაცი ფულს შოულობს, კი არ იპარავსო. მექრთამეებშიც იყო განსხვავება..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 31 ოქტომბრის ნომერში წაიკითხავთ.

ნანული ზოტიკიშვილი