"ქარსელაძე და "ოცნება" ჩემთვის წითელი ზღვარია! ვხვდები, რომ ეს рожеби შენთან ხშირი სტუმრები იქნებიან, ამიტომ, გავდივარ და ვიხურავ კარს!" - რატომ აკრიტიკებენ თეონა კონტრიძესა და ნინი ქარსელაძეს, რომლებიც დუბაიში ერთად ისვენებენ
თეონა კონტრიძე, ნინი ქარსელაძესთან ერთად, დუბაიში ისვენებს. რუსეთში მცხოვრები მომღერალი სანაპიროზე გადაღებულ პატარა ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც ნინისთან ერთად საცურაო კოსტიუმით პოზირებს და წერს:
"გაითვალისწინეთ, გოგონებო! ამ სამი ილეთის გარეშე დუბაიში გადაღებული ფოტო დამაჯერებელი არ გამოვა. მასტერკლასი თეონასა და ნინისგან.
კონტრიძის პოსტს, "ინსტაგრამზე" კრიტიკული კომენტარები მოჰყვა. ვიდეოზე 39-ზე მეტი კომენტარი დაიწერა, თუმცა ამჟამად მათი ძირითადი ნაწილი წაშლილია და მხოლოდ რამდენიმე ჩანს.
ერთ-ერთი კომენტარში, რომელიც თეონას არ წაუშლია, ვკითხულობთ:
"ქარსელაძე და "ოცნება" ჩემთვის წითელი ზღვარია! შენ, როგორც ადამიანს, ძალიან გაფასებ მაგრამ ვხვდები, რომ ეს рожеби შენთან ხშირი სტუმრები იქნებიან და ამიტომ გავდივარ და სამწუხაროდ, ვიხურავ კარებს!“
აღნიშნულ კომენტარზე თეონამ თავის გამომწერს უპასუხა, "ქარსელაძე მე სამშობიაროდან წამოვიყვანე, ისე, რომ იცოდეთ...“