"ჩვენ გვარამიას პარტიას 890 000-ზე მეტი ხმით მოვუგეთ - ამ პირობებში, ქუჩაში რა უნდა გააკეთოს თავად შეგიძლიათ განსაჯოთ"
ჩვენ გვარამიას პარტიას 890 000-ზე მეტი ხმით მოვუგეთ - ამ პირობებში, ქუჩაში რა უნდა გააკეთოს თავად შეგიძლიათ განსაჯოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, არჩევნებში და ქუჩაში წარმატებას ხალხის მხარდაჭერა სჭირდება, რაც გვარამიას არ აქვს.
„ზოგადად, გვარამია და ქუჩა ძალიან უცხო ცნებებია ერთმანეთისგან, ყველა თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, დადებითი თვალსაზრისით პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უარყოფითი თვალსაზრისით არ ვგულისხმობ. ზოგადად, ქუჩას რაც შეეხება - არჩევნების და ქუჩის წარმატებას სჭირდება ზუსტად ერთი და იგივე რესურსი. ეს არის ხალხის მხარდაჭერა. გვარამიას არ აქვს ხალხის მხარდაჭერა. ჩვენ მის პარტიას მოვუგეთ 890 000-ზე მეტი ხმით. ქუჩაში რა უნდა გააკეთოს ამ პირობებში თავად შეგიძლიათ განსაჯოთ,“ - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ „ქუჩა არის ერთადერთი ადგილი, სადაც სახელმწიფოს ბედი წყდება იმ ვითარებაში, როცა ყველა სხვა დემოკრატიული ინსტიტუტი მიტაცებულია“.
IPN