"სალომე ზურაბიშვილს ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება - ნებისმიერ ზეწოლას და ჩარევას მისი უფლებამოსილებების განხორციელებაში და ქართველი ხალხის ნების დაცვაში, აღვკვეთთ ნებისმიერი ფორმით, რომელიც საჭიროა" - კვირის პალიტრა

"სალომე ზურაბიშვილს ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება - ნებისმიერ ზეწოლას და ჩარევას მისი უფლებამოსილებების განხორციელებაში და ქართველი ხალხის ნების დაცვაში, აღვკვეთთ ნებისმიერი ფორმით, რომელიც საჭიროა"

სალომე ზურაბიშვილს ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება - ჩვენ ნებისმიერ ზეწოლას და ჩარევას მისი უფლებამოსილებების განხორციელებაში და ქართველი ხალხის ნების დაცვაში, აღვკვეთთ ნებისმიერი ფორმით, რომელიც საჭიროა, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა.

რაც შეეხება ოპოზიციის მხრიდან პროკურატურასთან თანამშრომლობას - როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, „პროკურატურასთან თანამშრომლობა იგივეა, რაც მსხვერპლმა ითანამშრომლოს მოძალადესთან“.

გარდა ამისა, მან „ქუჩის აქციებთან“ დაკავშირებით საკუთარი კოალიციის პოზიცია განმარტა, და აღნიშნა, რომ „ქუჩა განიხილება როგორც პირველხარისხოვანი გამოსავალი და ეს არ გულისხმობს იმას, რომ სხვა ტიპის მუშაობა შეჩერებული იქნება“.

„ქუჩა არის მთავარი და შესაძლოა, ერთადერთი ფორმატი პოლიტიკური პროცესების სწორად მართვის, როცა არის ხელისუფლება უზურპირებული და როცა ყველა სხვა უფლება წართმეულია. ქუჩა არ გულისხმობს ძალადობას, მაგრამ ასევე ყოველთვის არ გულისხმობს კონცერტებს, ზეიმს და სხვა ტიპის ღონისძიებებს. ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები. ჩვენ ახლა არ გვაქვს სტიქიური გადაწყვეტილებების უფლება. ჩვენი გადაწყვეტილებები იქნება გონიერი, გონივრული, დაგეგმილი და ხაზს ვუსვამ, შედეგზე ორიენტირებული. ჩვენ ვიბრძვით სამშობლოს გადარჩენისთვის,“ - განაცხადა გვარამიამ.

IPN