"ფეხმძიმობის ტესტი გავიკეთე, არ გამოჩნდა მეორე ხაზი... მელანზე გამახსენდა, ბიულეტენის ჩაცურების დროს, ზუსტად მახსოვს არ ჩანდა არაფერი" - კვირის პალიტრა

"ფეხმძიმობის ტესტი გავიკეთე, არ გამოჩნდა მეორე ხაზი... მელანზე გამახსენდა, ბიულეტენის ჩაცურების დროს, ზუსტად მახსოვს არ ჩანდა არაფერი"

ნინო ნადირაძე- კუზანოვა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"22 წლის წინ ფეხმძიმობის ტესტი გავიკეთე, არ გამოჩნდა მეორე ხაზი, ამოვისუნთქე და გავიქეცი სამსახურში, ტესტი სარეცხ მანქანაზე დამრჩა, 3 დღეში გენერალური დალაგება მქონდა, სარეცხი მანქანის უკან რომ ვასუფთავებდი, ტესტი ვიპოვე, მეორე ხაზიც იყო, 9 თვეში ივიკოც დაიბადა, ამ მეორე მხარეს გამოჩენილ მელანზე გამახსენდა, ბიულეტენის ჩაცურების დროს, ზუსტად მახსოვს არ ჩანდა არაფერი, ერთი საათის მერე რა იყო, ნამდვილად ვერ ვიტყვით" - წერს ნინო ნადირაძე.