"ამას სჭირდებოდა კარგად ორგანიზებული საიდუმლო ინფრასტრუქტურა..." - რას წერს გია ხუხაშვილი 26 ოქტომბრის არჩევნებზე?!
"თუ ჩვენ ვსაუბრობთ ხმის მიცემის პროცესის ორგანიზებულ ონლაინ კონტროლზე, როგორც გაყალბების ყველაზე მნიშვნელოვან სახეობაზე, ამას სჭირდებოდა კარგად ორგანიზებული საიდუმლო ინფრასტრუქტურა, რომლის ერთჯერადი მიზნისთვის ფორმირება უაღრესად რთული ამოცანა იქნებოდა", - ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"მოგმართავთ ორგანიზაციებს, რომლებიც არჩევნების გაყალბების მტკიცებულებების შეგროვებით ხართ დაკავებული - სწავლობთ თუ არა ამ პროცესში ე.წ. ქოლ-ცენტრების შესაძლო მონაწილეობის საკითხს? სწორედ მათი ინფრასტრუქტურა შეიძლებოდა “არენდით”, ერთი დღით, გამოეყენებინა ხელისუფალს.თუ ასეთი კავშირი გამოიკვეთა, მაშინ საქმე გვაქვს არა მხოლოდ არჩევნების გაყალბებასთან, არამედ ტრანს-ნაციონალურ დანაშაულებრივ ჯგუფებსა და ხელისუფლებას შორის თანამშრომლობასთან, რაც ავტომატურად იწვევს მკაცრი სანქციების გამოყენებას…", - წერს ხუხაშვილი.