"ქართველებს თავს ახვევენ რაღაც „ლგბტ“-ობას, ქართველებს, რომლებიც საბჭოთა კავშირში ყველაზე მაგარი ბიჭები იყვნენ - ისინი მთელი ცხოვრება აკვნიდან ქალებს უყურებდნენ" - რას ამბობს ალექსანდრე ლუკაშენკო? - კვირის პალიტრა

"ქართველებს თავს ახვევენ რაღაც „ლგბტ“-ობას, ქართველებს, რომლებიც საბჭოთა კავშირში ყველაზე მაგარი ბიჭები იყვნენ - ისინი მთელი ცხოვრება აკვნიდან ქალებს უყურებდნენ" - რას ამბობს ალექსანდრე ლუკაშენკო?

საქართველოს სურს გამჭვირვალობა შესაბამისი კანონის მიღებით, დასავლეთი კი ამისთვის ანადგურებს ქვეყანას, - სააგენტო „ბელტას“ ცნობით, ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.

„მათ სურთ გამჭვირვალობა თავიანთ ქვეყანაში: როგორც პოლიტიკაში, ასევე ეკონომიკაში. შესაბამისი გადაწყვეტილება კანონიერმა ხელისუფლებამ საკანონმდებლო დონეზე მიიღო. უფრო მეტიც, ერთი ერთში გაიმეორეს ის, რაც ამერიკაშია და ეს კიდევ უფრო რბილადაც კი გააკეთეს. წინასწარ გაიარეს კონსულტაცია. მაგრამ ბიძია ჯომ ან კიდევ ვინმემ ევროკავშირში გაიღვიძეს და ისე ვერ იფიქრეს, ისე ვერ შეხედეს. ისინი ანადგურებენ ქვეყანას“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

მისი მტკიცებით, რუსეთს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებენ, თუმცა, „რუსეთს არაფერი აქვს საერთო იმასთან, რაც ამ ქვეყანაში ხდება“.

„ქართველებს თავს ახვევენ რაღაც „ლგბტ“-ობას. ქართველებს, რომლებიც საბჭოთა კავშირში ყველაზე მაგარი ბიჭები იყვნენ. დიახ, არ მიიღებენ ამას ქართველები. ისინი მთელი ცხოვრება ქალებს უყურებდნენ, აკვნიდან“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.