"აგ­რე­სი­უ­ლად და შეშ­ლი­ლი მზე­რით მი­უ­ახ­ლოვ­და გო­გო­ნას, შემ­დეგ კი გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა" - ვრცელდება Diddy-სა და ჯენიფერ ლოპესის კამათის კადრები: რეპერის საქმის მორიგი სკანდალური დეტალები - კვირის პალიტრა

"აგ­რე­სი­უ­ლად და შეშ­ლი­ლი მზე­რით მი­უ­ახ­ლოვ­და გო­გო­ნას, შემ­დეგ კი გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა" - ვრცელდება Diddy-სა და ჯენიფერ ლოპესის კამათის კადრები: რეპერის საქმის მორიგი სკანდალური დეტალები

რე­პერ P. Diddy-ს სკან­და­ლი კვლავ აქ­ტუ­ა­ლუ­რია. ამ­ჯე­რად მე­დია იმ სა­ღა­მოს გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს, რო­დე­საც რე­პერ­მა წვე­უ­ლე­ბის შემ­დეგ, სა­ვა­რა­უ­დოდ, 13 წლის გო­გო­ნა გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა.

კად­რებ­ში ჩანს, რომ მა­შინ­დე­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი, "დიდი" და ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სი კა­მა­თო­ბენ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ წყვი­ლის რო­მა­ნი 1999 წლი­დან 2001 წლამ­დე გაგ­რძელ­და. შემ­ზა­რა­ვი ეპი­ზო­დი კი რე­პე­რის ბრალ­დე­ბე­ბი­დან 2000 წლის აპ­რილ­ში, MTV-ის და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ის შემ­დეგ გა­მარ­თულ წვე­უ­ლე­ბა­ზე, ნიუ იორკში მოხ­და. ფო­ტო­ებს Daily Mail აქ­ვეყ­ნებს.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, იმ სა­ღა­მოს, ჯეი ლო და "დიდი", რე­პე­რის დას­თან ლინ­დას­თან, მე­ნე­ჯერ­თან ბენ­ნი მე­დი­ნას­თან, პრო­დი­უ­სერ დე­ი­მონ დეშ­თან, ასე­ვე რამ­დე­ნი­მე გო­გო­ნას­თან ერ­თად, ღა­მის კლუბ­ში წა­ვიდ­ნენ და ად­გი­ლე­ბი VIP ზო­ნა­ში და­ი­კა­ვეს.

იმ ღა­მეს გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებ­ზე ასა­ხუ­ლია ჯეი ლოსა და "დი­დის" კონ­ფლიქ­ტი. ინ­სა­ი­დე­რის თქმით, რო­მე­ლიც ინ­ცი­დენ­ტის მომსწრე გახ­და, ჩხუ­ბის შემ­დეგ წყვილ­მა წვე­უ­ლე­ბა თან­მხლებ პი­რებ­თან ერ­თად და­ტო­ვა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ვა­რა­უ­დო გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ეპი­ზო­დი ღა­მის კლუ­ბის­გან მო­შო­რე­ბულ სახ­ლში მოხ­და, მაგ­რამ რის გამო იჩხუ­ბა იმ სა­ღა­მოს წყვილ­მა - უც­ნო­ბია, ფაქ­ტია, რომ წყვი­ლი ერ­თად დარ­ჩა კი­დევ ხუთი თვე, სა­ბო­ლო­ოდ 2001 წლის თე­ბერ­ვალ­ში და­შორ­დნენ.

DailyMail.com-ის მიერ ნა­ნა­ხი ახა­ლი იუ­რი­დი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცია ამ­ტკი­ცებს, რომ კომბსი სა­ვა­რა­უ­დოდ, "აგ­რე­სი­უ­ლად და შეშ­ლი­ლი მზე­რით მი­უ­ახ­ლოვ­და" გო­გო­ნას, შემ­დეგ კი გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა.

გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები