"ისეთი ზეწოლა იყო "ქოჩორას" საქართველოდან გაყვანაზე, 500 000€-ს ითხოვდა ერთ-ერთი ყოფილი გაზულუქებული მინისტრი" - რას წერს როინ ქოჩორაშვილი? - კვირის პალიტრა

"ისეთი ზეწოლა იყო "ქოჩორას" საქართველოდან გაყვანაზე, 500 000€-ს ითხოვდა ერთ-ერთი ყოფილი გაზულუქებული მინისტრი" - რას წერს როინ ქოჩორაშვილი?

პარ­ტია "გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" წევ­რი როინ ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის, გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლის მა­მაა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"ქო­ცე­ბო! გუ­შინ­დე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის და ევრო პარ­ლა­მენ­ტის შე­ფა­სე­ბის შემ­დეგ, თუ თქვენ კი­დევ ფიქ­რობთ რომ რამე (ტრი­უ­კი) დარ­ჩა, რომ­ლი­თაც ევ­რო­კავ­შირ­ში შეს­ვლა შე­საძ­ლე­ბე­ლია, დრო­უ­ლად მი­ხე­დეთ სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბას (ფსი­ქო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბას) ეს რბი­ლად რომ გირ­ჩი­ოთ და მი­გი­თი­თოთ! ვინც გა­ყალ­ბე­ბა­ში მი­ი­ღეთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, თქვენ სა­კუ­თარ შვი­ლებს მო­მა­ვა­ლი წა­არ­თვით, დღე­ვან­დე­ლი სამ­სა­ხუ­რე­ბის (კა­პი­კებ­ზე რომ მუ­შა­ობთ) შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის გამო! მერე სხვას აბ­რა­ლებთ თქვე­ნი და თქვე­ნი შვი­ლე­ბის წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბას!

მე სო­ლი­დურ ხელ­ფას­ზე და სამ­სა­ხურ­ზე ვთქვი უარი, როცა საქ­მე ჩემი შვი­ლის მო­მა­ვალს ეხე­ბო­და, ისე­თი ზე­წო­ლა იყო "ქო­ჩო­რას" სა­ქარ­თვე­ლო­დან გაყ­ვა­ნა­ზე, 500 000€-ს ითხოვ­და ერთ-ერთი ყო­ფი­ლი გა­ზუ­ლუ­ქე­ბუ­ლი მი­ნის­ტრი (კლუ­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი), ვის­თან და­პი­რის­პი­რე­ბა­საც შევ­წი­რე ჩემი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი (4000$) ხელ­ფა­სით და ალ­ბათ და­მე­თან­ხმე­ბით, რომ სწო­რი გა­ვა­კე­თე, სხვა შემ­თხვე­ვა­ში "ქო­ჩო­რა", რო­გორც ფეხ­ბურ­თე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერ გან­ვი­თარ­დე­ბო­და ამ დო­ნე­ზე!