"ქართველებმა რუსეთს მადლობა უნდა უთხრან... რომ არა რუსეთი, ალბათ საქართველო დაღესტნის ნაწილი იქნებოდა" - UFC-ის დაღესტნელი მებრძოლის პასუხი მერაბ დვალიშვილს
UFC-ის დაუმარცხებელი რუსი მებრძოლი შარაბუტდინ "შარა ბულეტ" მაგომედოვი მერაბ დვალიშვილის კომენტარს გამოეხმაურა, რომელმაც ცოტა ხნის წინ, ინტერვიუში აღნიშნა, რომ დაღესტანი რუსეთის ნაწილად არ შეიძლება ჩაითვალოს.
"შარა ბულეტი" რუსულ მედიასთან ინტერვიუში ამბობს, რომ "მერაბ დვალიშვილს ისტორიის გაკვეთილები რომ არ გაეცდინა, ეცოდინებოდა, რომ რუსეთის იმპერია, საქართველოს დაღესტნელებისგან იცავდა...".მებრძოლის ამბობს, რომ ქართველები რუსეთს უნდა უმადლოდნენ, თორემ შესაძლოა საქართველო ახლა დაღესტნის ნაწილი ყოფილიყო.
"უცხოელები, განსაკუთრებით სპორტსმენები, ალბათ, სკოლაში ისტორიისა და გეოგრაფიის გაკვეთილებს აცდენდნენ. მერაბი ჭიდაობაში წავიდა, მაგრამ გეოგრაფია და ისტორია გამოტოვა. ისტორიისა და გეოგრაფიის გაკვეთილებზე რომ ევლო, მეტი ეცოდინებოდა. იხილეთ სრულად