"საქართველოში ჩატარებული არჩევნების დროს ჩადენილი ყველა დარღვევა სასწრაფოდ უნდა გამოიძიონ" - „ევროპის სახალხო პარტია“ - კვირის პალიტრა

"საქართველოში ჩატარებული არჩევნების დროს ჩადენილი ყველა დარღვევა სასწრაფოდ უნდა გამოიძიონ" - „ევროპის სახალხო პარტია“

„ევროპის სახალხო პარტია“ (EPP) მხარს უჭერს ქართველ ხალხს ბრძოლაში, თავისუფლად და ყოველგვარი დაშინების გარეშე აირჩიოს თავისი ადგილი ევროპის დემოკრატიულ ერებს შორის, - ამის შესახებ „ევროპის სახალხო პარტია“ სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

პარტიაში აცხადებენ, რომ საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში დაფიქსირებული ყველა დარღვევა დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიონ.

„ყველა დარღვევა, რომელიც ხელისუფლების ორგანოებმა ბოლო არჩევნების დროს ჩაიდინეს, სასწრაფოდ უნდა იქნას გამოძიებული“, - აღნიშნულია განცხადებაში.