"ვაგნერელი" რუსთაველზე?! - რატომ იმყოფებოდა საქართველოში აშშ - ის მიერ ძებნილი რუსი პროპაგანდისტი
საერთაშორისო ორგანიზაციის - “რეპორტიორები საზღვრების გარეშე” (RSF) ინფორმაციით, აშშ-ის მიერ ძებნილი რუსი პროპაგანდისტი, ალექსანდრ მალკევიჩი, რომელმაც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე პროპაგანდისტული ქსელი შექმნა, არჩევნების დღეს საქართველოში იმყოფებოდა.
“ალექსანდრ მალკევიჩი, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული პროპაგანდისტული ქსელის დამფუძნებელი, 26 ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოში იმყოფებოდა. RSF აღელვებულია საქართველოში რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში კრემლის ამ ტრანსლატორის როლით”, - წერს საერთაშორისო ორგანიზაცია.
საქართველოში გადაღებულ ფოტოებს კრემლის პროპაგანდისტი "ტელეგრამის" არხზე აქვეყნებს
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ვიზიტის შესახებ მალკევიჩმა TV-3-ის ეთერშიც ისაუბრა თქვა, რომ ქართველებს რუსეთთან მშვიდობიანად თანაცხოვრება სურთ. გარდა ამისა, როგორც მისივე ნაამბობიდან ირკვევა, ის არჩევნებამდე "ქართული ოცნების" მიერ გამართულ აქციასაც ესწრებოდა.
"ქართველებს სურთ რუსეთთან მშვიდობიანად და თანამშრომლობით ცხოვრება, რადგან ასეთი თანამშრომლობა საქართველოს ეროვნულ ინტერესებშია", - ამბობს მალკევიჩი. გააგრძელეთ კითხვა