"ტაში ბიჭო, გი­ორ­გუ­ნა, არ გა­გექ­ცეს ეგ გო­გუ­ნაო"- ბა­ბუ­ამ ცეკვისას შე­მომ­ძა­ხა და ეს ლექ­სი ასე და­ი­წე­რა. მა­შინ 3 წლის ვი­ყა­ვი. მერე და­თუ­ნი­კამ 2 კუპ­ლე­ტი რა­ჭულ ცეკ­ვა­ში გა­მო­ი­ყე­ნა" - კვირის პალიტრა

"ტაში ბიჭო, გი­ორ­გუ­ნა, არ გა­გექ­ცეს ეგ გო­გუ­ნაო"- ბა­ბუ­ამ ცეკვისას შე­მომ­ძა­ხა და ეს ლექ­სი ასე და­ი­წე­რა. მა­შინ 3 წლის ვი­ყა­ვი. მერე და­თუ­ნი­კამ 2 კუპ­ლე­ტი რა­ჭულ ცეკ­ვა­ში გა­მო­ი­ყე­ნა"

გი­ორ­გუ­ნა სხირტლა­ძე თა­ვის კუ­თხე­ზე, რა­ჭა­ზე უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა კა­ცია. რო­გორც გვე­უბ­ნე­ბა, ამ­ბრო­ლა­უ­რის სერ­ვის ცენ­ტრში მუ­შა­ობს და სა­ხალ­ხო რა­ი­ო­ნუ­ლი ან­სამ­ბლის "სა­გა­ლო­ბე­ლი" მომ­ღე­რა­ლია.ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შთა­მო­მა­ვა­ლია და რაც მთა­ვა­რია, ცნო­ბი­ლი რა­ჭუ­ლი სიმ­ღე­რის ("ტაში ბიჭო, გი­ორ­გუ­ნა") მთა­ვა­რი გმი­რი.

34 წლის წინ ეს ლექ­სი მას გიგა ბა­ბუ­ამ და­უ­წე­რა, რო­მე­ლიც შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლამ აი­ტა­ცა. ვინ არის დღეს­დღე­ო­ბით გი­ორ­გუ­ნა სხირტლა­ძე, რო­გორ ცხოვ­რობს და რო­გორ იხ­სე­ნებს თა­ვის ბა­ბუ­ას, ამა­ზე AMBEBI.GE-სთვის მი­ცე­მუ­ლი ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ.

გი­ორ­გუ­ნა სხირტლა­ძე:

- და­ვი­ბა­დე რა­ჭა­ში, აქვე ვსწავ­ლობ­დი. მერე სწავ­ლის გა­საგ­რძე­ლებ­ლად თბი­ლის­ში წა­ვე­დი. სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი მე­ნე­ჯმენ­ტი­სა და სა­ო­ფი­სე პროგ­რა­მე­ბის გან­ხრით მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი. უნი­ვერ­სი­ტე­ტის შემ­დეგ ცოტა ხანს თბი­ლის­ში ვცხოვ­რობ­დი, მაგ­რამ მერე, როცა ჩემი შვი­ლი 3 წლის გახ­და, რა­ჭა­ში წა­მო­ვე­დით. მინ­დო­და, აქეთ, სუფ­თა ჰა­ერ­ზე გა­მე­ზარ­და, ბაღ­ში აქ შე­სუ­ლი­ყო. ჩვე­ნე­ბურ ტრა­დი­ცი­ებ­სა და კულ­ტუ­რას პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე ზი­ა­რე­ბო­და. ამას­თან დიდი ოჯა­ხი გვაქვს და სო­ფელ­ში ხე­ლია სა­ჭი­რო, მე­ურ­ნე­ო­ბას მოვ­ლა, ახალ­გაზ­რდუ­ლი ხედ­ვაც უნდა, მშობ­ლებს გვერ­დში დგო­მა. ამი­ტომ აქეთ წა­მოს­ვლა ამა­ნაც გა­დამ­წყვე­ტია. სა­ო­ჯა­ხო მე­ურ­ნე­ო­ბა­ში, მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა­ში მინ­დო­და, ჩემი წვლი­ლი შე­ე­ტა­ნა. ამი­ტო­მაც ამ­ბრო­ლა­უ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფე­ლი ხიმშში ბევრ რა­მეს მივ­ხე­დე.

- ე.ი. ვე­ნახ­საც უვ­ლით...

- სახ­ვან­ჭკა­რე მიკ­რო­ზო­ნა­ში ვართ. ჩვე­ნი ვე­ნა­ხე­ბის დიდი ნა­წი­ლი ეზოს გარ­შე­მოა, 2 ნაკ­ვე­თი ეზოს წი­ნაა, რა­საც ჩვე­ნი ძა­ლე­ბით ვა­მუ­შა­ვებთ. მუშა ხელი არ გვჭირ­დე­ბა, ყვე­ლა­ფერს მე და მამა ავუ­დი­ვართ. ყუ­რძენს ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­თო­დით ვწუ­რავთ. ბი­ო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა პრო­დუქ­ცი­ას ვქმნით. ვე­ნა­ხე­ბი კი­რით და შა­ბი­ამ­ნით იწამ­ლე­ბა, შხამ-ქი­მი­კა­ტე­ბი არას­დროს შეგ­ვი­ტა­ნია. ეს იმის­თვის, რომ თვი­თო­ნაც სუფ­თა პრო­დუქ­ტი მი­ვირ­თვათ და სტუ­მარ­საც ხა­რის­ხი­ა­ნი შევ­თა­ვა­ზოთ. ვა­ყე­ნებთ ცო­ლი­კა­ურს, ხვან­ჭკა­რას, არის ცალ­კე ხიმ­შუ­რი, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა ჯი­შის ნა­ზა­ვია, ლა­ლის­ფე­რი, წი­თე­ლი ღვი­ნო დგე­ბა. ჩვე­ნი სოფ­ლის ხიმ­შუ­რი ნამ­დვი­ლად გან­თქმუ­ლია. ეს რა­ჭა­მაც კარ­გად იცის, იმა­ნაც, ვინც რა­ჭას­თან და ღვი­ნოს­თა­ნაც ახ­ლო­საა. ად­რეც ასე იყო ხიმ­შუ­რის­გან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ღვი­ნო დგე­ბო­და.

გარ­და ამი­სა, ყვე­ლა­ნა­ი­რი კულ­ტუ­რუ­ლი მცე­ნა­რე მოგ­ვყავს და ყვე­ლა­ფე­რი ოჯახს ჰყოფ­ნის. მა­სობ­რივ მე­ურ­ნე­ო­ბას არ ვე­წე­ვით. ღორ­საც ხან ვზრდით, ხა­ნაც ვყი­დუ­ლობთ. მთა­ვა­რია, რა­საც მო­ვიყ­ვანთ და შევ­ქმნით, ბი­ო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა და ნა­ტუ­რა­ლუ­რი იყოს... ვი­ღებთ უცხო­ელ სტუმ­რე­ბი­საც, გვაქვს მა­რა­ნი, რო­მე­ლიც მა­მა­ჩე­მის და დე­და­ჩე­მის ხე­ლით არის შექ­მნი­ლი. მა­რა­ნი და­ახ­ლო­ე­ბით ჩემი ასა­კი­სა. ამ სახ­ლში სა­ცხოვ­რებ­ლად მა­შინ გა­და­ვიდ­ნენ, როცა მე და­ვი­ბა­დე. ასე რომ, ჩვენ­თან ყვე­ლა დე­ტა­ლი ოჯა­ხის შე­მოქ­მე­დე­ბაა - მა­მა­ჩე­მის და დე­და­ჩე­მის ხედ­ვა და დი­ზა­ი­ნი. დე­დას ამ კუ­თხით კი­დევ უფრო მეტი უნა­რე­ბი აქვს.

ჩვენს მა­რან­ში უკვე ბევ­რი სტუ­მა­რია ნამ­ყო­ფი. სა­ერ­თოდ ოჯა­ხის ტრა­დი­ცია ასე­თი იყო - წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვინც კი რა­ჭა­ში პა­ტივ­სა­ცე­მი დე­ლე­გა­ცია ჩა­მო­დი­ო­და, საჩ­ვე­ნებ­ლად უმე­ტე­სად ჩვენს მა­რან­ში მოჰ­ყავ­დათ. მას მერე კი, რაც ხალ­ხმა სა­ქარ­თვე­ლო­ში ტუ­რის­ტუ­ლად აქ­ტი­უ­რად და­ი­წყო შე­მო­დი­ნე­ბა, მარ­ნე­ბით და ღვი­ნით და­ინ­ტე­რეს­დნენ, ამ გა­მოწ­ვე­ვას ჩვენც ავ­ყე­ვით. ხან­და­ხან ზა­ფხულ­ში იმ­დე­ნი ხალ­ხი მო­დის, გა­დარ­ბე­ნა გვაქვს ხოლ­მე. გვი­ხა­რია, ჩვე­ნი პა­ტა­რა მარ­ნით სა­ო­ჯა­ხო კულ­ტუ­რით ტუ­რის­ტი აქე­დან კმა­ყო­ფი­ლი და სა­ინ­ტე­რე­სოდ დატ­ვირ­თუ­ლი რომ მი­დის. ტუ­რის­ტუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა ქვეყ­ნის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტია.

- რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, ბა­ბუა გიგა სხირტლა­ძე რა­ჭა­ში ცნო­ბი­ლი კაცი ყო­ფი­ლა...

- ბა­ბუა პო­ე­ტი იყო, ამ­ბრო­ლა­უ­რის კულ­ტუ­რის სახ­ლის დი­რექ­ტო­რი, ასე­ვე რე­ჟი­სო­რი, საკ­მა­ოდ გა­ნათ­ლე­ბუ­ლი კაცი. ბევ­რი ლექ­სი აქვს შექ­მნი­ლი თა­ვის კუ­თხე­ზე, ქვე­ყა­ნა­ზე. მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი გახ­ლდათ და სა­ერ­თოდ არ უყ­ვარ­და დი­დად თა­ვის გა­მო­ჩე­ნა. იტყო­და ხოლ­მე - სა­ზო­გა­დო­ე­ბა სათ­ქმელს თა­ვის დრო­ზე იტყვი­სო და ასეც მოხ­და... ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი მე­ვე­ნა­ხე იყო. მა­ღალ დო­ნე­ზე იცო­და ვაზი და ღვი­ნო, მისი მოვ­ლის კულ­ტუ­რა. მა­მა­ჩემ­საც ბა­ბუ­ა­ჩე­მის­გან ბევ­რი რამ გა­მოჰ­ყვა... სტვირ­საც დი­დე­ბუ­ლად ფლობ­და და თან თა­ვი­სი­ვე ლექ­სე­ბით ამ­ღე­რებ­და. მისი ბევ­რი ლექ­სია შე­მორ­ჩე­ნი­ლი, დღეს მესტვი­რე­ე­ბი გი­გას ლექ­სებს თა­ვი­ანთ გუ­დასტვირ­ზე ამ­ღე­რე­ბენ.

გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები