205 დაღუპული და განადგურებული ინფრასტრუქტურა - ესპანეთში სტიქიასთან ბრძოლა გრძელდება
ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 205-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას BBC-ი ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტეგრირებულ ოპერატიულ საკოორდინაციო ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 202 ადამიანი ვალენსიის რეგიონში დაიღუპა, ორი - კასტილა ლა მანჩას რეგიონში, ერთი კი - ანდალუსიაში.
„მსხვერპლთა შეგროვებისა და იდენტიფიცირების პროცესი გრძელდება“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
სამძებრო-სამაშველო და გაწმენდით სამუშაოებს კიდევ 500 სამხედრო მოსამსახურე შეუერთდა. ამასთან, კომუნალური კომპანიები ცდილობენ, ათასობით მოქალაქეს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგეს.
"ინტერპრესნიუსი"