მარიამ მურღვლიანი ევროპის ჩემპიონია!
მარიამ მურღვლიანი ევროპის ჩემპიონია!
ძალოსანმა ოქროს 3 მედალი მოიპოვა!პოლონეთში მიმდინარე U23 ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას ხელმძღვანელობით მარიამ მურღვლიანმა ( 87კგ.) ბრწყინვალედ იასპარეზა.ძალოსანმა ატაცში 97 / 100 / 103 დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა!
მურღვლიანმა აკვრაში დაძლეული 120 / 125 კილოგრამით კვლავ ოქროს მედალი მოიპოვა, ძალოსანმა იგივე შედეგი გაიმეორა ორჭიდში მოგროვილი 228 კილოგრამითაც!