"უკანასკნელი ნაწერის ბოლოს სიმბოლურად მიუწერია - ,,გაგრძელება იქნება" - რას წერს გიორგი კეკელიძე ზაალ სამადაშვილზე? - კვირის პალიტრა

"უკანასკნელი ნაწერის ბოლოს სიმბოლურად მიუწერია - ,,გაგრძელება იქნება" - რას წერს გიორგი კეკელიძე ზაალ სამადაშვილზე?

გიორგი კეკელიძე ზაალ სამადაშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ვწუხვარ შესანიშნავი მწერლის და ბრწყინვალე ადამიანის, ზალიკო სამადაშვილის გარდაცვალების გამო. ჩემი გზის ადრეული წლებიდან მახსენდება მისი არაერთი, სრულიად უშურველი მხარდაჭერა - რაც ცალკე და იშვიათი თვისებაა. საკუთარი, უკანასკნელი ნაწერის ბოლოს სიმბოლურად მიუწერია - ,,გაგრძელება იქნება". ალბათ იქნება. ალბათ არა - აუცილებლად. მისი მოთხრობებია ამის დასტური და გარანტია" - წერს კეკელიძე.