"მწუხარებას გამოვთქვამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ხარჩილავას გარდაცვალების გამო" - რა განცხადებას ავრცელებს ირაკლი კობახიძე?
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ხარჩილავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
სამძიმარს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„საქართველოს მთავრობის სახელით, მწუხარებას გამოვთქვამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ხარჩილავას გარდაცვალების გამო. თანავუგრძნობთ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმარში.
ცნობისთვის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი, გია ხარჩილავა გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ხარჩილავას გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა.