"ყვირილი გაისმა, მიშველეთო. ყოფილ ცოლს სახეში მიაყენა დაზიანებები..." - რა მოხდა დადიანის ქუჩაზე, სილამაზის სალონში?
თბილისში, დადიანის ქუჩაზე მამაკაცმა ყოფილი მეუღლე დაჭრა. შემთხვევა გუშინ სილამაზის სალონში მოხდა. ქალს ჭრილობები ცივი იარაღით სახის არეში აქვს მიყენებული.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა სასჯელაღსრულების დაწესებულება რამდენიმე დღის წინ დატოვა და ყოფილ ცოლთან, სამსახურში, შურისძიების მიზნით მივიდა. ასევე დაჭრილია სალონის თანამშრომელი, რომელიც ცდილობდა ყოფილი მეუღლის მიერ დაჭრილი ქალის შველას. თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ბრალდებულმა მას ხელები გადაუსერა.
"ქმარმა დაჭრა ყოფილი ცოლი, მეორე გოგონა ეხმარებოდა. ყვირილი გაისმა, მიშველეთო. ყოფილ ცოლს სახეში მიაყენა დაზიანებები... სალონის თანამშრომელ გოგოს, რომელიც დაჭრილის დახმარებას ცდილობდა, ხელები დაუსერა" - ამბობენ ადგილობრივები.გააგრძელეთ კითხვა