"როდის იქნება კარვები, სად დავდგებით, როდის დავდგებით, ამ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი სიურპრიზად მიიღებს - ფაქტების და მტკიცებულებების ზღვა მოედინება"
როდის იქნება კარვები, სად დავდგებით, როდის დავდგებით, ამ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი სიურპრიზად მიიღებს, - ამისშესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამგანაცხადა.
დღეს, ოპოზიციური გაერთიანებები მათ მიერ შექმნილ შტაბში საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
„იმ უდიდეს საერთაშორისო მხარდაჭერასთან ერთად, რომელიც ქართველმა ხალხმა მიიღო - ეს არის ამ არჩევნების არ აღიარება, ამ კონკრეტულ, ძალიან კარგად გამოვლენილ ფაქტებთან ერთად, რომელიც არჩევნების გაყალბებაზე მეტყველებს, ჩვენ მოქმედების ვალდებულება გვაქვს. ეს არის ქუჩის პროტესტი, ამაზე გვქონდა დღეს შეხვედრა, ხალხში წარმოუდგენელი შემართება, მზაობა, მოქმედების სურვილია. ჩვენ კონკრეტულ ფორმებზე, კონკრეტულ სცენარებზე ვისაუბრეთ, თუ როგორ იქნება შედეგზე ორიენტირებული ეს პროცესი. როდის იქნება კარვები, სად დავდგებით, როდის დავდგებით, ამ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი სიურპრიზად მიიღებს. ფაქტების და მტკიცებულებების ზღვა მოედინება. ერთი აიღოთ, ფარულობის პრინციპი, აიღეთ ყველა ის ქაღალდი, საიდანაც ჩანს უკან, ვინ-ვის მისცა ხმა. მხოლოდ ეს რაოდენობა საკმარისია, რომ ეს არჩევნები არალეგიტიმური იყოს. მეორე, ეუთო, NDI, IRI, ბაიდენი, ევროკავშირი, ყველა ამბობს, რომ მათთვის, ყველა ის ფაქტი, რაც წარმოდგენილია, მეტყველებს, რომ ეს იყო ბიძინა ივანიშვილის რუსული სპეცოპერაცია“, - განაცხადა ხოშტარიამ.