"დაბადების დღიდან ბრუნდებოდნენ... ნინომ აალებული მანქანიდან გადმოსვლა ვერ მოასწრო..." - რას ჰყვებიან ავტოსაგზაო შემთხვევაზე, რომელსაც ქალბატონი ემსხვერპლა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ კოდაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შემდეგაც ერთ-ერთი აალდა და იქ მყოფი 50 წლამდე ქალი მანქანაში დაიწვა. გარდაცვლილი ნინო ეუაშვილია.
"როგორც ვიცით, დაბადების დღიდან ბრუნდებოდნენ ნინო და კიდევ ორი ადამიანი, როცა ეს ტრაგედია მოხდა. კოდის გზაზე ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა, ნინო ერთ-ერთ ავტომობილში უკან იჯდა, შეჯახების შემდეგ კარი ჩაიკეტა, გადმოსვლა ვერ მოასწრო, მანქანა აალდა და ავტომობილში დაიწვა. საშინელი ამბავი მოხდა, დიდი ტრაგედია. გააგრძელეთ კითხვა