"თოფურია ძალიან ბევრს ლაპარაკობს" - რა უპასუხა ქართველმა მებრძოლმა კრიშტიანოს კრიტიკულ კომენტარს? - კვირის პალიტრა

"თოფურია ძალიან ბევრს ლაპარაკობს" - რა უპასუხა ქართველმა მებრძოლმა კრიშტიანოს კრიტიკულ კომენტარს?

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ კრიშტიანო რონალდომ UFC-ის ქართველ ჩემპიონ ილია თოფურიაზე ისაუბრა.

როგორც პორტუგალიელმა PFL-თან ინტერვიუში ილიას ჰოლოუეისთან ბრძოლამდე განაცხადა, ილია ზედმეტად ბევრს საუბრობს და თუ სურს, რომ მისი პატივისცემა დაიმსახუროს, ჰოლოუეი უნდა დაემარცხებინა.

"ილია ბევრს საუბრობს, იგი საუკეთესო მებრძოლებთან არ ჩხუბობს. მართალია ვოლკანოვსკი დაამარცხა, თუმცა ალექსი ამ ბრძოლისთვის მზად არ იყო. თუ ილია მაქსს დაამარცხებს, ჩემს პატივისცემასაც დაიმსახურებს", - განაცხადა რონალდომ.

პორტუგალიელის ამ განცხადებას ილიამაც უპასუხა.

"არ ველოდი, რომ შენნაირი ადამიანი ამპარტავნებასა და თავდაჯერებულობას ერთმანეთისგან ვერ გაარჩევდა." გააგრძელეთ კითხვა