ვინ არის იაპონელი, რომელსაც დღეში მხოლოდ 30 წუთი სძინავს და ამბობს, რომ ეს სიცოცხლის გახანგრძლივებაში ეხმარება - რას ამბობენ მედიკოსები უცნაურ მეთოდზე?
40 წლის დაისუკე ჰორი, რომელიც დასავლეთ იაპონიის ჰიოგოს პრეფექტურაში ცხოვრობს, აცხადებს, რომ უკვე 12 წელიწადია, დღეში მხოლოდ 30 წუთით სძინავს და ეს მეთოდი მას სიცოცხლის ხანგრძლივობის გაორმაგებაში ეხმარება.
ჰორის მტკიცებით, ამ მიდგომით მან შესრულებული სამუშაოების ეფექტურობა გაიუმჯობესა, ამასთან, არასოდეს გრძნობს თავს დაღლილად.
ჰორი არის მეწარმე, რომელსაც უყვარს მუსიკა, ფერწერა და მექანიკური დიზაინი. მან ძილის შემცირება 12 წლის წინ დაიწყო, რათა ყოველდღიურად გაეზარდა აქტიური საათების რაოდენობა და საბოლოოდ იმ შედეგამდე მივიდა, რომ ძილი დღეში 30-დან 45 წუთამდე შეამცირა.
“თუ სპორტით დაკავდებით ან კვებამდე ერთი საათით ადრე მიიღებთ ყავას, შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ ძილიანობა“, - აცხადებს ინოვაციური მიდგომის ავტორი. გააგრძელეთ კითხვა