"ევროკავშირის საგამოძიებო მისიის სწრაფად ჩამოსვლა საქართველოში შესაძლებელია. ევროპის პარლამენტს აქვს საშუალება და მსგავსი მისიების გაგზავნის გამოცდილება"
ევროკავშირის საგამოძიებო მისიის სწრაფად ჩამოსვლა საქართველოში შესაძლებელია - ევროპის პარლამენტს აქვს საშუალება და მსგავსი მისიების გაგზავნის გამოცდილება, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში არჩევნების დარღვევას ევროპარლამენტის ყველა ფრაქცია აღიარებს, შესაბამისად, ასეთი მისიის გამოგზავნის შესაძლებლობა დიდია.
„ევროკავშირის საგამოძიებო მისიის სწრაფად ჩამოსვლა საქართველოში შესაძლებელია. ევროპის პარლამენტს აქვს საშუალება და მსგავსი მისიების გაგზავნის გამოცდილება. მისიის შემადგენლობაში უნდა იყვნენ იურისტები და ასევე ტექნოლოგიის ექსპერტები. მათ აქვთ შესაძლებლობა ჩამოვიდნენ უახლოეს დღეებში, იმ შემთხვევაში თუ მიიღება ევროპარლამენტის რეზოლუცია. ჩვენ ვმუშაობთ ევროპარლამენტის წევრებთან იმისთვის, რომ დროზე იყოს მიღებული ეს გადაწყვეტილება. ამასთანავე, აღსანიშნავია რომ ევროპარლამენტის ყველა ფრაქცია აღიარებს არჩევნების დარღვევას საქართველოში, შესაბამისად ასეთი მისიის გამოგზავნის შესაძლებლობა დიდია“,- განაცხადა ანა დოლიძემ.
"ინტერპრესნიუსი"