"ვემზადებით სრული მობილიზებისთვის - ბრძოლა იქნება ბოლომდე" - რას ამბობს ოპოზიციური კოალიციის ლიდერების შეხვედრაზე ირაკლი კუპრაძე? - კვირის პალიტრა

"ვემზადებით სრული მობილიზებისთვის - ბრძოლა იქნება ბოლომდე" - რას ამბობს ოპოზიციური კოალიციის ლიდერების შეხვედრაზე ირაკლი კუპრაძე?

„ძლიერი საქართველოს“ წევრის ლიდერის, ირაკლი კუპრაძის ინფორმაციით, ოპოზიციის საკოორდინაციო შეხვედრას სამი ოპოზიციური კოალიციის ლიდერები ესწრებოდნენ.

კუპრაძის თქმით, “ძლიერი საქართველოს” შტაბში გამართულ შეხვედრაზე არ იმყოფებოდნენ პარტია “გახარია - საქართველოსთვის” წევრები.

მისივე თქმით, ბრძოლა ბოლამდე გაგრძელდება.

“საკოორდინაციო შეხვედრა შედგა, რომელსაც ყველა კოალიციის ლიდერები ესწრებოდნენ. ხვალინდელი ღონისძიება იგეგმება, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად! მაქსიმალურად ვემზადებით, სრული მობილიზებისთვის, მათ შორის მტკიცებულებების წარმოსადგენად, რომელიც ამტკიცებს, რომ “ქართულმა ოცნებამ” მიისაკუთრა, გააყალბა არჩევნები და სამწუხაროდ, ამაში მრავალი ათასი ადამიანი ჩართული ჰყავდა. ბრძოლა ბოლომდე იქნება, არ ვაპირებთ პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მიცემას და პარლამენტში შესვლას“, - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, „გაყალბებულ არჩევნებს არავინ მიანიჭებს ლეგიტიმაციას“.

"საერთაშორისო პარტნიორებთან და ელჩებთან შეხვედრა ორი დღის წინ შედგა. ამას ესწრებოდა 26 ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობა, მათ შორის პირველი პირები - ელჩები. არის ძალიან სწორი პოზიცია მათი მხრიდან, რომ არჩევნები ჩატარდა უმძიმესი დარღვევების ფონზე და ისინი ელოდებიან მტკიცებულებებს, რომელიც ჩვენ უკვე გავაცანით და ასევე, ელოდებიან საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების საბოლოო შემაჯამებელ დასკვნებს, რაც ასევე, არის ძალიან კრიტიკული პირველადი ინფორმაციით და საბოლოოდ მიიღებს იმ ფორმას, რომ ლეგიტიმაციას გაყალბებულ არჩევნებს არავინ არ მიანიჭებს.

პრეზიდენტთან კოორდინაცია არსებობს. ის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტი იმისთვის, რომ არჩევნები საზოგადოებამ დაიცვას - პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიებმა და მან უკვე გააკეთა ბევრი რამ იმისთვის, რომ არსებობდეს კონსოლიდაცია, კომუნიკაცია და ასევე, ის მუდმივად კონსულტაციებს აწარმოებს და კონტაქტშია დასავლეთის პირველ პირებთან. კერძოდ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრეზიდენტებთან, პრემიერ-მინისტრებთან და ცდილობს მაქსიმალურად, რომ საქართველოს მოსახლეობის ინტერესები დაიცვას”, - განაცხადა კუპრაძემ.

"ინტერპრესნიუსი"