“ისეთი გაბრაზებული ვარ, რომ ვიქნები ძალიან გულწრფელი - რაღაცების თქმა შემიძლია, რაღაცებს ვერ ვიტყვი“ - ნანუკა ჟორჟოლიანი ოპოზიციასთან შეხვედრის დეტალებზე (ვიდეო) - კვირის პალიტრა

“ისეთი გაბრაზებული ვარ, რომ ვიქნები ძალიან გულწრფელი - რაღაცების თქმა შემიძლია, რაღაცებს ვერ ვიტყვი“ - ნანუკა ჟორჟოლიანი ოპოზიციასთან შეხვედრის დეტალებზე (ვიდეო)

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ცნო­ბი­ლი ძი­რი­თა­დი სო­ცი­ა­ლუ­რი თუ გა­სარ­თო­ბი პლატ­ფორ­მე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის, ასე­ვე “ინფლუ­ენ­სე­რე­ბის“ შეხ­ვედ­რის დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რობს.

მისი თქმით, მხა­რე­ებ­მა ტექ­ნი­კუ­რი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლე­ბი გა­ნი­ხი­ლეს. გაც­ვა­ლეს აზ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ პო­ლი­ტი­კურ ვი­თა­რე­ბას­თან და და­გეგ­მილ აქ­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

“და­მი­ჯე­რეთ, მე ახლა ისე­თი გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ვარ და ჩემი ემო­ცი­უ­რი ფონი იმ­დე­ნად მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზეა, რომ ვიქ­ნე­ბი ძა­ლი­ან გულ­წრფე­ლი. ოპო­ზი­ცია გა­ცი­ლე­ბით უფრო ადეკ­ვა­ტუ­რად და ეფექ­ტუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და ამ შიდა შეხ­ვედ­რა­ზე, ვიდ­რე შო­რი­დან ჩანს. რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლია, რო­მე­ლიც, ვფიქ­რობ, რომ თქვენც უნდა იცო­დეთ. და­ნარ­ჩენს ალ­ბათ თა­ვად გე­ტყვი­ან:

ერ­თო­ბა ოპო­ზი­ცი­ას შო­რის არ­სე­ბობს. ის, რომ ვი­ღა­ცას ცალ­კე, თა­ვი­სი ფრონ­ტი აქვს გახ­სნი­ლი, ეს დი­დად არა­ფერს ცვლის. რო­დე­საც ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რი აცხა­დებს, რომ უერ­თდე­ბა აქ­ცი­ას და აქ­ცი­ა­ზე პი­რა­დად არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი, ეს უკვე ნიშ­ნავს ერ­თო­ბას. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა ის ხალ­ხთან იდ­გე­ბა თუ სცე­ნას­თან.

არა­ვინ აპი­რებს, რომ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ლეღ­ვის ფო­თო­ლი იყოს,“ - ამ­ბობს ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი თა­ვის მი­მარ­თვა­ში.

მისი თქმით, “ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რე­ბი იაზ­რე­ბენ ყვე­ლა იმ საფრ­თხეს, რა­ზეც შე­იძ­ლე­ბა დღეს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ტროლ - ბო­ტე­ბი ქი­ლი­კობ­დნენ“.

“რა­ღა­ცე­ბის თქმა შე­მიძ­ლია - რა­ღა­ცებს ვერ ვი­ტყვი. მა­გა­ლი­თად, ვი­ღა­ცა თუ ელო­დე­ბა, რომ ხვალ რუს­თა­ველ­ზე მივ­ლენ, დაყ­რი­ან კარ­ვებს და შიგ­ნით ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რე­ბი შევ­ლენ, გა­ი­ყი­ნე­ბი­ან, უფუნ­ქცი­ო­ე­ბი იქ­ნე­ბი­ან, უე­ნერ­გი­ო­ე­ბი და ძა­ლი­ან არა­ე­ფექ­ტუ­რე­ბი - არა! ასე­თი ტი­პის გეგ­მა არ აქვთ.

ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იდე­ე­ბი აქვთ და ფიქ­რო­ბენ, რომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყოს, გაშ­ლა, ჩაშ­ლა... გააგრძელეთ კითხვა