ირანელი სტუდენტის პროტესტი, რამაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა - გოგონა დააკავეს და მისი ადგილსამყოფელი უცნობია (ვიდეო)
ირანელი ქალი დააკავეს მას შემდეგ, რაც ის ნაწილობრივ გაშიშვლდა უნივერსიტეტის კამპუსში. გოგონა პროტესტის ნიშნად გაშიშვლდა მას შემდეგ, რაც ჰიჯაბის არასწორად ტარების მიზეზით, ირანის უშიშროების თანამშრომლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ინფორმაციას Amnesty Iran ავრცელებს.
სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე უნივერსიტეტის კამპუსში გადაღებული გავრცელდა ვიდეო, რომელიც უნივერსიტეტის სხვა სტუდენტებმა გადაიღეს. კადრებში ჩანს, რომ ახალგაზრდა ქალს გარშემომყოფთა ნაწილი ტაშს უკრავს გამბედაობის გამო.
Amnestry Iran დაკავებულის უპირობოდ გათავისუფლებას ითხოვს. ამ დროისთვის ქალის ადგილსამყოფელი უცნობია. გააგრძელეთ კითხვა