რუსთავში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი ლიკვიდირებულია
რუსთავში, შარტავას გამზირზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ამ დროისთვის, ლიკვიდირებულია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მოხდა კორპუსის მცხოვრებთა ევაკუაციაც.