"ქალბატონმა ზურაბიშვილმა წარადგინოს მტკიცებულებები - კეთილი ინებოს, აწიოს ერთი ადგილი, მივიდეს და პასუხი გასცეს ყველა შეკითხვას" - კვირის პალიტრა

"ქალბატონმა ზურაბიშვილმა წარადგინოს მტკიცებულებები - კეთილი ინებოს, აწიოს ერთი ადგილი, მივიდეს და პასუხი გასცეს ყველა შეკითხვას"

ქალბატონმა ზურაბიშვილმა წარადგინოს მტკიცებულებები - კეთილი ინებოს, აწიოს ერთი ადგილი, მივიდეს და პასუხი გასცეს ყველა შეკითხვას, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

აღნიშნულით იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, საქმეზე კი გამოკითხვისთვის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია დაბარებული.

„პროკურატურას დაწყებული აქვს გამოძიება და მოწოდებებიც გაკეთდა, რომ ქალბატონმა ზურაბიშვილმა კეთილი ინებოს და წაბრძანდეს, პასუხი გასცეს ყველა შეკითხვას, წარადგინოს მტკიცებულებები. არ გაგიგიათ მოწოდებები აღნიშნულთან დაკავშირებით?!

კეთილი ინებოს, აწიოს ერთი ადგილი, მივიდეს და პასუხი გასცეს ყველა შეკითხვას, წარმოადგინოს მტკიცებულებები“,- აღნიშნა კალაძემ.

IPN