5 ნოემბერს საქართველოში ამინდი გაუარესდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ქარბუქი.
ამასთან, განმარტავენ, რომ საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
„ზღვაზე შესაძლებელია 4-6 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.