ბათუმში, ლიფტი ახალაშენებულ კორპუსში მეხუთე სართულიდან ჩავარდა, არიან დაშავებულები - კვირის პალიტრა

ბათუმში, ლიფტი ახალაშენებულ კორპუსში მეხუთე სართულიდან ჩავარდა, არიან დაშავებულები

ბათუმში ლიფტის ჩავარდნის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს კლინიკაში გადაჰყავს.

ფარნავაზ მეფისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების, ასევე, პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული.

თვითმხილველების თქმით, ლიფტი ახალაშენებულ კორპუსში მეხუთე სართულიდან ჩავარდა.

ექიმების თქმით, დაშავებულები კონტაქტურები არიან. ისინი სხვა დეტალებზე კომენტარს ჯერჯერობით ვერ აკეთებენ

"ინტერპრესნიუსი"