"ვიკრიბებით ოპოზიციური პარტიის წევრები და მოქალაქეები, ყველა ის ადამიანი, რომლებსაც წაართვეს მთავარი - არჩევანის უფლება" - კვირის პალიტრა

"ვიკრიბებით ოპოზიციური პარტიის წევრები და მოქალაქეები, ყველა ის ადამიანი, რომლებსაც წაართვეს მთავარი - არჩევანის უფლება"

"ეს იყო და არის რუსული სპეცოპერაცია, ეს არის ყველაზე რთული დღეები საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში. ახლა წყდება, სად იქნება ჩვენი ქვეყანა, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების თითოეული ნაბიჯი მიმართული იქნება იქითკენ, რომ ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩატარდეს და სიმართლემ გაიმარჯვოს.

„ვიკრიბებით ოპოზიციური პარტიის წევრები და მოქალაქეები, ყველა ის ადამიანი, რომლებსაც წაართვეს მთავარი - არჩევანის უფლება და მოგვტაცეს მომავალი, ამას ჩვენ არავის არ დავუთმობთ, გამორიცხულია!

ამიტომ ეს წინააღმდეგობა გაგრძელდება დღესაც და მომავალ დღეებშიც. ამას ჩვენი ქვეყნის სხვა რაიონებიდანაც შემოუერთდებიან. ჩვენი მომავალი ვერ იქნება დამპყრობელთან.

თბილისი ამ ოპოზიციამ მოიგო ამ გაყალბების პირობებშიც. არ დავუთმობთ არცერთ ნაბიჯს ბიძინას კრიმინალურ ხელისუფლებას.

ეს არის ყველას საერთო საქმე, ყველა ნაბიჯი იქნება მიმართული წინააღმდეგობის გაწევაზე. ხელისუფლებას არ უნდა მივცეთ ნორმალური და წყნარი ცხოვრების უფლება“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ."

"ინტერპრესნიუსი"