როგორია ბათუმში საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის ჩავარდნის შედეგად დაშავებული 4 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - კვირის პალიტრა

როგორია ბათუმში საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის ჩავარდნის შედეგად დაშავებული 4 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

ექიმების ინფორმაციით, ბათუმში მეხუთე სართულიდან ლიფტის ჩავარდნის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ორი დაშავებული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ხოლო ორი კი, სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული, მათ გამოკვლევები უტარდებათ.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

ცნობისთვის, ბათუმში ფარნავაზ მეფისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაზე ერთ-ერთი კორპუსში ლიფტი ჩავარდა, რის შედეგადაც ლიფტში მყოფი ოთხი ადამიანი დაშავდა.

"ინტერპრესნიუსი"