ოპოზიცია 5 ნოემბერს, 14:00 საათზე, სპორტის სასახლესთან საპროტესტო აქციას აანონსებს
ოპოზიცია 5 ნოემბერს, 14:00 საათზე, თბილისში, სპორტის სასახლესთან საპროტესტო აქციას აანონსებს.
ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ხვალ, დღის 2:00 საათზე ყველა ვიდგეთ სპორტის სასახლესთან, ასე უნდა გავაკეთოთ ყოველ დღე”, - აღნიშნა მელიამ.
"ინტერპრესნიუსი"