თეთ­რი­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 30 უბ­ნის სა­არ­ჩევ­ნო შე­დე­გე­ბი გა­უქ­მდა - ვინ არის მოსამართლე, რომელმაც ხმის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით სარჩელი დააკმაყოფილა? - კვირის პალიტრა

თეთ­რი­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 30 უბ­ნის სა­არ­ჩევ­ნო შე­დე­გე­ბი გა­უქ­მდა - ვინ არის მოსამართლე, რომელმაც ხმის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით სარჩელი დააკმაყოფილა?

თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, წალ­კი­სა და თეთ­რი­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 30 უბ­ნის სა­არ­ჩევ­ნო შე­დე­გე­ბი გა­უქ­მდა.

შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე ვლა­დი­მერ ხუ­ჭუ­ამ მი­ი­ღო.რო­გორც მან "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, დღეს სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში კენ­ჭისყ­რის იმი­ტა­ცი­ი­სას სა­სა­მარ­თლომ და­ა­დას­ტუ­რა, რომ ხმის მი­ცე­მის დროს ამომ­რჩევ­ლის ნე­ბის ფა­რუ­ლო­ბა ირ­ღვე­ო­და.

"რაც არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა მო­ი­თხო­ვეს, ყვე­ლა­ფე­რი გა­უქ­მდა. და­ახ­ლო­ე­ბით 30 სა­არ­ჩევ­ნო უბა­ნი იყო. სა­სა­მარ­თლომ და­ა­დას­ტუ­რა, რომ ფა­რუ­ლო­ბა ირ­ღვე­ო­და", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მო­სა­მარ­თლემ.

გარ­და ამი­სა, ხუ­ჭუ­ამ ვრცლად ისა­უბ­რა სა­სა­მარ­თლოს დას­რუ­ლე­ბის შემ­დე­გაც: "სა­სა­მარ­თლოს ცალ­სა­ხად და ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად მი­აჩ­ნია, რომ ხმის და­ცუ­ლო­ბა და ხმის ფა­რუ­ლო­ბა ამომ­რჩე­ველს არ ჰქონ­და", - აღ­ნიშ­ნა მან.

“ამომ­რჩე­ველ­მა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად უნდა იცო­დეს, ყო­ველ­გვა­რი საფრ­თხის შე­ფა­სე­ბე­ბის და ყო­ველ­გვა­რი სხვა მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბის გა­რე­შე, რომ მისი არ­ჩე­ვა­ნი იქ­ნე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი, ფა­რუ­ლი და მას თა­ვი­სუ­ფა­ლი ნე­ბის გა­მო­ხატ­ვა მო­უ­წევს ყო­ველ­გვა­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­რე­შე. დღეს ჩვენ გან­ვი­ხი­ლეთ სა­კი­თხი მხო­ლოდ და მხო­ლოდ ფა­რუ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და სა­სა­მარ­თლოს ცალ­სა­ხად და ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად მი­აჩ­ნია, რომ სა­სა­მარ­თლოს დარ­ბაზ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით, ამ სა­არ­ჩევ­ნო ბი­უ­ლე­ტე­ნით, ხმის დამ­თვლე­ლი აპა­რა­ტით, ამ ჩარ­ჩო კონ­ვერ­ტით ხმის და­ცუ­ლო­ბა და ხმის ფა­რუ­ლო­ბა ამომ­რჩე­ველს არ ჰქონ­და.

აქვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო, ყვე­ლა მხა­რის სა­ყუ­რა­დღე­ბოდ, მით უფრო პო­ლი­ტი­კუ­რი სუ­ბი­ექ­ტე­ბის სა­ყუ­რა­დღე­ბოდ, რომ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე გა­მო­იკ­ვე­თა, რომ მთე­ლი რიგი სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, მთე­ლი რიგი პო­ლი­ტი­კუ­რი სუ­ბი­ექ­ტე­ბი არ ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან იმ მი­ზანს, რომ მოხ­დეს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა. მხა­რემ, სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, რო­მე­ლიც დღეს არ ეს­წრე­ბა სა­სა­მარ­თლო სხდო­მას, წარ­მო­ა­ჩი­ნა, რომ მან თავი შე­ი­კა­ვა გარ­კვე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის წარ­მოდ­გე­ნი­სა­გან, საპ­რო­ცე­სო კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი წე­სით. ასე­ვე გა­მო­იკ­ვე­თა, რომ არ არ­სე­ბობს სა­სა­მარ­თლოს შე­სა­ბა­მი­სი პა­ტი­ვის­ცე­მა სა­ჯა­რო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მხრი­დან. დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო სხდო­მას არ ეს­წრე­ბა არც ერთი მე­სა­მე პირი, რო­მე­ლიც ჩარ­თუ­ლი იყო სა­ოლ­ქო კო­მი­სი­ებ­ში. რო­გორც მხა­რემ აღ­ნიშ­ნა, თურ­მე, უფრო მეტი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბი აქვთ გან­სა­ხილ­ვე­ლი ამ სა­უბ­ნო კო­მი­სი­ის წევ­რებს, რაც სა­სა­მარ­თლოს­თვის ყოვ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია.

ასე­ვე, მინ­და აღ­ვნიშ­ნო, პო­ლი­ტი­კურ სუ­ბი­ექ­ტებს, რომ­ლე­ბიც აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცესს, აქაც შე­ნიშ­ნა სა­სა­მარ­თლომ, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი არ იყო გულ­წრფე­ლი და ერ­თმა­ნეთ­თან და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი და პო­ლი­ტი­კუ­რი სუ­ბი­ექ­ტე­ბი ერ­თმა­ნეთს მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებ­დნენ სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის არას­წო­რად წარ­მარ­თვის­თვის, როცა სხვა მა­სა­ლე­ბი სხვა­ნა­ირ ინ­ტერპრე­ტა­ცი­ას იძ­ლე­ვა. შე­სა­ბა­მი­სად, ყო­ვე­ლი­ვე ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­სა­მარ­თლოს აქვს სა­კუ­თა­რი რწმე­ნა და წარ­მოდ­გე­ნა სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბით და მინ­და ვუ­სურ­ვო ყვე­ლას, ერთხელ და სა­მუ­და­მოდ ამ ქვე­ყა­ნა­ში მო­ხერ­ხდეს, რომ ყვე­ლა ჩვენ­გან­მა მო­ვა­ხერ­ხოთ, რომ მოხ­დეს სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მო­სა და სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის იმგვა­რად წარ­მარ­თვა, რომ ყო­ველ­გვა­რი მა­ნი­პუ­ლა­ცია და ყო­ველ­გვა­რი უკა­ნო­ნო ჩა­რე­ვა იყოს გა­მო­რი­ცხუ­ლი. არა ვინ­მეს კე­თილ ნე­ბა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი, არა­მედ გა­მო­რი­ცხუ­ლი.

აქვე, მინ­და, ერთი გან­მარ­ტე­ბა გა­ვა­კე­თო, რომ არ წარ­მოდ­გე­ნი­ლა სა­სა­მარ­თლო­ში სა­თა­ნა­დო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი. სა­სა­მარ­თლომ თა­ვი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­ი­თხო­ვა ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, მე ჩავ­თვა­ლე სა­ჭი­როდ და იმი­ტომ. არც ერთ მხა­რეს ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით რა­ი­მე შუ­ამ­დგომ­ლო­ბა ან რა­ი­მე პო­ზი­ცია არ წარ­მო­უდ­გე­ნია.

ასე­ვე, პრო­ცეს­ზე რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად თვალ­ში სა­ცე­მად გა­მო­იკ­ვე­თა, ის გა­რე­მო­ე­ბაა, რომ სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში და ზო­გა­დად, კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­შიც შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს გარ­კვე­უ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი, რომ­ლე­ბიც უფრო მეტ დახ­ვე­წას მო­ი­თხოვს. მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა შე­ვე­ცა­დოთ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი იყოს აღ­მო­ფხვრი­ლი. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით შე­ხე­ბა საქ­მე­ში არ­სე­ბულ წე­რი­ლო­ბით მი­მო­წე­რას, რო­დე­საც ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სია პირ­და­პირ წე­რი­ლო­ბით პი­რო­ბას დებს, რომ სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში სხვაგ­ვა­რი სა­არ­ჩევ­ნო ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბი იქ­ნე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში საქ­მე ეხე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებს - ეს არის ჩვე­ნი სა­არ­ჩევ­ნო უფ­ლე­ბა, ეს არის ჩვე­ნი მო­მავ­ლის გა­და­წყვე­ტა და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­სა­მარ­თლო თვლის, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში არ­სე­ბობ­და, რო­გორც ფაქ­ტობ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი, რაც მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბი არ იძ­ლე­ო­და ანო­ნი­მუ­რო­ბის გა­მო­რი­ცხვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, და ასე­ვე არ­სე­ბობ­და სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი, ვი­ნა­ი­დან, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცია, სა­ერ­თა­შო­რი­სო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი, სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ცალ­სა­ხად აძ­ლევს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს გა­რან­ტი­ას, რომ მისი სა­არ­ჩევ­ნო უფ­ლე­ბა იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი და მისი არ­ჩევ­ნე­ბის ნე­ბის გა­მო­ხატ­ვის ფა­რუ­ლო­ბა იქ­ნე­ბა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი. არა­ვის აქვს ამის ხელ­ყო­ფის უფ­ლე­ბა, არც აქვს და არც უნდა ჰქონ­დეს. ამი­ტომ, ყვე­ლამ უნდა ვი­მუ­შა­ოთ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით”, - გა­ნა­ცხა­და მო­სა­მარ­თლე ვლა­დი­მერ ხუ­ჭუ­ამ.

აღ­ნიშ­ნულ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ა­მაც (საია)..საია გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ახალ პრე­ცე­დენტს ქმნის ამომ­რჩევ­ლის ხმის ფა­რუ­ლო­ბის უფ­ლე­ბის დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით."სა­სა­მარ­თლომ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა სა­ი­ას სარ­ჩე­ლი, რაც ახალ პრე­ცე­დენტს ქმნის ამომ­რჩევ­ლის ხმის ფა­რუ­ლო­ბის უფ­ლე­ბის დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

სა­სა­მარ­თლოს მიერ შემ­თხვე­ვი­თი შერ­ჩე­ვით შე­მოწ­მდა წალ­კი­სა და თეთ­რი­წყა­როს ოლ­ქში რამ­დე­ნი­მე უბ­ნის ბი­უ­ლე­ტე­ნი, სა­დაც და­დას­ტურ­და, რომ ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის უკა­ნა მხა­რეს მარ­კე­რის კვა­ლი ხილ­ვა­დია, რაც არ­ღვევს ხმის ფა­რუ­ლო­ბის უფ­ლე­ბას. მო­სა­მარ­თლემ, რო­მე­ლიც თა­ვად ჩა­ა­ტა­რა შე­მოწ­მე­ბის პრო­ცე­სი, და­ა­ფიქ­სი­რა ხმის მთვლელ აპა­რატ­ში ბი­უ­ლე­ტე­ნის მო­თავ­სე­ბი­სას ფა­რუ­ლო­ბის დარ­ღვე­ვის აშ­კა­რა ფაქ­ტი.

საია მი­ე­სალ­მე­ბა ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და ხაზს უს­ვამს მის მნიშ­ვნე­ლო­ბას დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.